თაია, ოს(ც)ინდალე, გერგობა(გიორგობა)

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

თაია პატარა სოფელია. აქ სულ 600-დე ადამიანი ცხოვრობს. სოფელს ყინვისგან ბუნებრივი პირობები იცავს. შესაბამისად მიწა ნაყოფიერია. ხარობს თხილი, მანდარინი და ლიმონი

ადგილობრივი მოსახლეობა უაღრესად სტუმართმოყვარეა. ხოლო გიორგობა(გერგობა) გამორჩეული დღესასწაული.

თაიაში მდებარეობს ოცინდალეს წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში აღმოჩენილი წყაროს მიხედვით თამარ მეფემ განაახლა. პირველადი ფორმა შემორჩენილი არაა, მაგრამ დაფიქსირებულია მეთხუთმეტე საუკუნის ელემენტები.

ოცინდალესთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული ლეგენდა არსებობს. ერთის მიხედვით ის “ცინდლებს(კატის კნუტებს) უკავშირდება, არსებობს მოსაზრება ო სინ დალე იყო მთვარის ღვთაების “სინის” სალოცავი, შემდგომში ქრისტიანულმა კულტურამ მთვარე წმინდა გიორგით შეცვალა.

banner

დააკვირდით კვამლს!! ყველა ოჯახში სადილი მზადდება და გიორგობის დღეს ყველა თაიელის კარი ღიაა უცხოებისთვისაც კი . თაიაში აღმერთებენ გიორგობის დღესასწაულს, ამაყობენ ოცინდალეს მადლით. სოფელი კი განსაკუთრებულია, მთებში მოქცეული. სახელი უკავშირდება “მთებს” გადმოცემის მიხედვით ადრე ერქვა “მთაია” , შემდეგში “მ” სახელწოდებას ჩამოცილდა. მეორე მითის მიხედვით სახელი სოფლიდან გატაცებულ ქალს, თაიას უკავშირდება

ოცინდალე

სოფლის ცენტრში მანქანების სადგომია. ჩვეულობრივი მსუბუქი მანქანა ოცინდალემდე ვერ ავა

ოცინდალე

მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებებიც ეწყობა. ჯირითში მხედრები ეჯიბრებიან. სუფრა 200კაცზეა გაშლილი. აქაც სტუმარი ღვთისაა

როგორი ხედია?

კიდევ ერთი რაკურსი

მხედრები ოცინდალეს გზაზე

გზა საშინელებაა.ბოლომდე ვერ მივაღწიე:დ გაბარიტებმა არაო. 🙁 საინტერესო ტურისტული ადგილია, ალბათ ღირს მისი პოპულარიზება და საგზაო პრობლემის მოხსნა. 3 კმ გზა 100 წელია ვერ გაკეთდა

ასეთი ხიდები გზაზე რამდენიმე შემხვდა. მდინარე შიშა

საკმაოდ სახიფათო აღმართი, რომელიც მონასტრისკენ მიმავალი მოკლე გზაა. ცხადია, მე თავი შევიკავე

რთული გზა ბარიერი არაა. გიორგობაზე ხალხმრავლობაა

შეჯიბრი
ვინ მოიგებს?

სტუმართა შორის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუაცაა

რამდენიმე ხედი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00