CHKHOROTSKU.GE

გამოდით ძმებო

ავტორი maskuri

გამოდით დავიწყოთ თავიდან,
სამშობლო ვაშენოთ ახლიდან. 
მოვბანოთ გულ-მკერდზე ჭრილობა,
გამოდით მოვაწყოთ ყრილობა.

ხომ ხედავთ,  რომ სტკივა იარა
წლებმაც რა ფუჭად იარა.
გამოდით დავრაზმოთ გულები
ხმალი ვიშიშვლოთ პრიალა.

ზეცაც რომ სდუმდეს კრიალა
დროშა აღვმართოთ ფრიალა.
გამოდით სამშობლო გვეძახის,
წყლულზე სისხლი სდის ცქრიალა.

რა დროს ხმალია კი არა,
მზე გვიბნელდება ბრდღვიალა
გამოდით დროზე გამოდით
ურჯულომ გაგვატიალა

აფხაზეთს ძმა მყავს ძუძუმტე
მკერდს გული უცემს ქართული.
გამოდით ძმებო გამოდით,
ეს აღარ არის წარსული.

ძალა აღმართის მხვნელია,
ერთობა მოგვცემს სიმტკიცეს
გამოდით ყველა გამოდით
სამაჩაბლო გრძნობს სიცივეს

ეს საქართველო ჩვენია
ჩვენი ზრუნვა და მიზანი.
გამოდით გარეთ გამოდით
დღე გავუთენოთ მზიანი.

დავდგეთ სამშობლოს მცველებად
არწივნი ცაში აჭრილი
გამოდით ძმებო გამოდით
საქართველოა დაჭრილი. 

მასქური

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00