ზუმის ამაღლების ეკლესია 2015 წელს გაიხსნა.
სტატუსი: მოქმედი.
სამნავიანი ბაზილიკა . ზუმში დაიბადა და დაკრძალულია მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა)
ზუმი გაკულაკებული გლეხბის სოფლად ითვლება და აქამდე მიჩნეულია, რომ ეს არის ახალგაზრდა სოფელი, თუმცა ადგილობრივი ენთუზიასტის, ლილი ნარმანიას აზრით, ზუმის შესახებ წარმოდგენები არასწორია. ინფორმაციიისთვის გთავაზობთ ჩვენს სიუჟეტს ზუმზე. დაგეგმილია შემდგომი მუშაობა, ავთენტური მასალის მოძიება ან ზეპირი გადმოცემების ჩაწერა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭუბიშის გორა
ზუმში ჯერ ზედაპირული კვლევები მიმდინარეობს. უკვე მოძიებულია საინტერესო მონაცემები არსებული საბადოს შესახებ , რაც ადასტურებს რკინის დამუშავების ცნობას.