ზოე ფრისკი იგივე თათია ცქვიტაია წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. მან დიდ სცენაზე სიმღერა დიდი ხანია დაიწყო და ქალაქურ კლუბებში ყოველთვის სასურველი ვოკალისტია
თათია, რამდენიმე წლის წინ „გახდი ვარსკვლავი“-ს კონკურსი და „იქსფაქტორი“ იყო . როგორ მიდის შენი მუსიკალური კარიერა?
-ეს პროექტები წლების წინ იყო. ჩანაწერებს რომ ვუყურებ, საკუთარი თავის გამკვირვებია….. ასეთი არანორმალური და რისკიანი როგორ ვიყავი. ახლა უფრო სერიოზული ვარ და ზუსტად ჩემს მუსიკას დავემსგავსე.
“პანდემიამ ს საყვარელ საქმიანობას ყველა დაგვაშორა. ვცდილობ დრო ფუჭად არ დავხარჯო… ვსწავლობ ყველაფერს, რაც მუსიკას ეხება . სახლში ჩაჯდომამ ამისთვის დრო მომცა.”
————————————————————————————————————
რატომ ზოე ფრისკი?
ჰაჰა,ეს უბრალოდ სასცენო სახელია, frisky ჩემი გვარიდან გამომდინარეობს -ცქვიტს ნიშნავს.:)))
“თურმე როცა განსხვავებულ სახელს ატარებ,მეტი ყურადღება გექცევა. ყველა მარტივად იმახსოვრებს. ეს სიმარტივის და დამახსოვრების ამბავი კი სცენას ძალიან სჭირდება.”
————————————————————————————
ზოე ფრისკი
თქვენი მუსიკალური მიმდინარეობა დიდად განსხვავდება იმ მუსიკისგან , რასაც ჩხოროწყუში უფრო ხშირად ვისმენთ. როკ მუსიკა დიდი მოვლენაა,მაგრამ მასაში ჩვენთან ნაკლებ ინტერესს იწვევს . რა არის თქვენთვის როკი ?
-საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე როკის მოსმენა. ყველაფერი რაც ამ ჟანრთან მაკავშირებს, ემოციებია.
მუსიკის გარდა შენი პროფილიდან ხელოვნების სხვა დარგებისადმიც გამორჩეული დამოკიდებულება იგრძნობა. როგორია ზოე მუსიკის მიღმა?
ამაზე არასდროს მიფიქრია . მომწონს ყველაფერი,რაც ესთეტიკასთან ასოცირდება.
მუსიკის მიღმა ალბათ მწერალი ვიმალები,ან ფოტოგრაფი ,გრაფიკული დიზაინერი, მოკლედ,ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე. 😀
ყველაფერი გამომდის, რაც მინდა,რომ გამომდიოდეს( ხმამაღლა მჟღერი ხმადაბალი ნათქვამია :).
თქვენ აქაურობა არ მიგიტოვებიათ. აქ ხშირად გხედავთ… რით განსხვავდება დიდი ქალაქის ცხოვრება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებისგან?
–ეს ბოლო პერიოდია ხშირად დავდივარ. მანამდე ვერ ვახერხებდი ოჯახთან ყოფნას კონცერტების გამო. ქალაქში ახალგაზრდობა მომავლის პერსპექტივით ცოცხლობს. თენდება და უკვე იცი,რომ რაღაც ახალი თავგადასავალი გელოდება.
სიყვარულზე გკითხო თუ….. 😉
-ჰაჰა, ვფიქრობ არ უნდა კითხვა, თორემ სიყვარულის კაქტუსზე საუბარს,ვერ მოვრჩები ვერასდროს.