გთავაზობთ ვალერიან ახალაიას ნაშრომის “ჩხოროწყუ- წარსული და დღევანდელობა”ს ფრაგმენტს, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანს შეეეხება . გამოცემის წელი-2002
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წიგნის გამოცემიდან 20 წელზე მეტი გავიდა და შესაბამისად გარკვეული საკითხები გადასახედია. თანამედროვე ნაკიანზე რეგულარულად მოგიყვებით.
ავტორის სტილი დაცულია
სოფელი ნაკიანი მდებარეობს ზანასა და ოჩხომურს შორის არსებულ გორაკ-ბორცვებზე. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 250 მეტრზა, ჩხოროწყუდან კი 10 კილომეტრითაა დაშორებული. ‘
ნაკიანს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ახუთი, დასავლეთით გარახა, ჩრდილო-დასავლეთით — ჭოღა, ჩრდილო- აღმოსავლეთით — მარტვილის რაიონის სოფელი დიდი ჭყონი.
ნაკიანის თემის შემადგენლობაშია სოფლები: ლეახალე და ლექარჩე.
სოფლის სახელწოდებაზე ძირითადად ორი მოსაზრება არსებობს. როცა აქ დასასახლებლად ადამიანები მოსულან, წელიწადი ყოფილა და მის აღსანიშნავად ადგილისათვის ნაკიანი შეურქმევიათ.
გადმოცემით, დღევანდელი ნაკიანის ტერიტორიაზე კიკიანები სახლებულან, მაგრამ, ჭირის გამო, სხვაგან გადასულან, ადგილისათვის ნაკიკიანუ-კიკიანების ნასახლარი შეურქმევიათ. იტალიელ მისიონერთა მიერ შედგენილი მეჩვიდმეტე საუკუნის რუკაზე ნაკიანი შეტანილია, როგორც „ნაკიკიანო“ კიკიანთა გვარის მიხედვით.
აღნიშნული ვერსია დადასტურებულა 1859-1860 წლების მოსახლეობის კამერალური აღწერითაც. მასში შეტანილია „ნაკ-იკიანუ“, სადაც მაშინ 67 კომლი და 573 მცხოვრები იყო.
ცალკეა აღრიცხული სოფელი ლეახალე 29 კომლითა და 266 მცხოვრებით, აგრეთვე — სოფელი ლექარჩე, სადაც 63 კომლი და 572 მცხოვრები ყოფილა. დღევანდელი ნაკიანის ტერიტორიაზე მაშინ სულ 159 კომლი და 1411 მცხოვრებია აღრიცხული. 1999 წლის ბოლო-სათვის ნაკიანში 150 კომლი და 489 მცხოვრები იყო. მოსახლეობის შემცირება ე.წ. „გეგმიური გადასახლებით“ და ბუნებრივი მიგრაციით არის გამოწვეული.
ნაკიანში ამჟამად 30 გვარი ცხოვრობს. ყველაზე გავრცელებულია ყალიჩავა, შემდეგ მოდის ჩოკორაია, ჭეჟია, ქარჩავა, ახალაია, დოლბაძე, შენგელია, წურწუმია, ფირცხელავა, დარსალია, კვარაცხელია, ვეკუა, გვარამია, აქირთავა, ბებია, ბარამია, ქობალია, წულაია, არახამია, ჟვანია, პერტაია, ნარმანია, ჯიჯელავა, ჯალაღონია, ჯომიდავა, გოგუა, გულორდავა, გამზარდია, ნაროუშვილი.
რაც შეეხება კიკიანს, ჩხოროწყუს რაიონში დღეს კიკიანის გვარის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველოში სულ 98 კიკინია აღრიცხული, რომლებიც ძირითადად თბილისში, ზუგდიდსა და მარტვილის რაიონებში ცხოვრობენ. ნაკიანში გვარის მიხედვით დასახლებული უბნებია: ლეყალიჩე, ლეჭეჟიე, ლეჯომიდავე. ნასახლარებია: ნაროდონუ, პაპასქირიში ნოხორი.
ნაკიანის მიწის წიაღი ინახავს ძველი კოლხეთის მატერიალური კულტურის ძვირფას და უნიკალურ ძეგლებს. ლეახალეს უბანში მიწის სამუშაოებისას, ნაპოვნი იქნა გვიან ბრინჯაოს ხანის ქვევრ-სამარხი, რომლებშიც ადამიანების ძვლებთან ერთად აღმოჩნდა 8 ცალი თავგახსნილი ბრინჯაოს სამაჯური, კოლხური ცულის პირი ძვლის იდეოგრამები. მათი ფოტოილუსტრაციები შეტანილია ელიავას მიერ შედგენილ ალბომში „ქართული ანბანის წარმოქმნისა და განვითარების ეტაპები“.
ნაკიანის მთა-გორები, გორაკბორცვები და პატარა მდინარეთა ხეობები მდიდარია არქეოლოგიური და ზედაპირული მატერიალური კულტურის ნივთებით. აქ აღმოჩენილია რკინის უძველესი მეტა-ლურგიის ნარჩენები, საინტერესო ფორმის რკინის ცულები, აბანოს წყალგაყვანილობისათვის თიხისაგან დამზადებული მილები. დღესაც არის ადგილი, რომელსაც აბანოს ეძახიან, სადაც კარსტული ქვაბულიდან გამოდის წყალი.
ნაკიანში `ადამიანს უცხოვრია უძველესი დროიდან დღევანდლამდე გაუვლია განვითარების ყველა საფეხური; უგრძვნია ბატონყმობის სუსხი. უშენებია კარ-მიდამო, თავდაცვითი ნაგებობანი, ეკლესია-სალოცავები. დღესაც შემორჩენილა ნაჯიხუ, (ნაციხარი) ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „კიკიანიში ჯიხას“ (კიკიანის ციხეს) ეძახის.
იგი კიკიანების თავდაცვითი მნიშვნელობის გამაგრებული ციხე-სიმაგრე ყოფილა. სოფელში დგას ლეახალეს წმინდა გიორგის და ამჟამად რესტრავრირებული ნაკიანის წმინდა მაცხოვრის ეკლესიები, რომლებიც მე-18 საუკუნეშია აგებული.
ლექარჩეს მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი. შემორჩენილია ადგილი „ნაოხვამუ“, რომელიც ყალიჩავების გვარის სალოცავი ყოფილა. კურკუცაზე (მიწაზურგა) უძველესი ნასალოცარია.
აქ იკრიბებოდნენ ნაკიანელები ელიაობაზე „ჭეჭეთობის“ დღესასწაულზე, კოცონს ანთებდნენ და მთელ ღამეს ცეკვა-თამაშში. ათენებდნენ.
ჩხოროწყუს რაიონის შექმნამდე დღევანდელი ნაკიანის ნაწილი ჭოღასთან იყო გაერთიანებული, ნაწილი კი ჩხოროწყუს თემში შედიოდა. 1930 წლის აგვისტოში ნაკიანი გამოეყო როგორც ჭოღის, ისე ჩხოროწყუს თემს და ჩამოყალიბდა ცალკე სოფლად, რომელსაც სასოფლო საბჭოს აღმასკომი ჩაუდგა სათავეში.
მისი პირველი თავმჯდომარე იყო მელიტონ ქარჩავა, შემდგომ წლებში სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელობდნენ: ნესტორ ფარულავა, კალისტრატე, არიადინა ქარჩავები, გრიშა ახალაია, ლაუ ფირცხელავა, ჭიჭიკო ქარჩავა, ჟორჟი ჩოკორაია, გრიშა კალანდია, ჭიჭიკო ყალიჩავა, ედემ ქარჩავა. მმართველობის ფორმის შეცვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეები იყვნენ: ბეჟან ვეკუა, დავით ჩოკორაია, გოგი ჭეჟია.
2002 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს ბლოკ „აღორძინების“ წარმომადგენლებმა: კახაბერ ყალიჩავამ, ვეფხია წურწუმიამ, ბონდო ჭეჟიამ, ნატო და გენადი ახალაიებმა. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა კახაბერ ყალიჩავა, მდივნად ვეფხია წურწუმია.
1929 წელს ნაკიანში დაიწყო საკოლმეურნეო მოძრაობა; ჩამოყალიბდა მიწის კოლექტიურად დამმუშავებელი რამდენიმე ამხანაგობა, რომლებიც 1934 წელს ერთ კოლმეურნეობად გაერთიანდა.
. პირველი ნაბიჯი ჩაის პლანტაციის მასობრივად გაშენება იყო. აღნიშნული საქმის აქტივისტებად დღესაც იგონებენ მარკოზ, მოსე, ისაკ, შოთა ჭეჟიებს, დავით, კალისტრატე ყალიჩავებს, ვლადიმერ ჩოკორაიას, გერა, ტაგუ ახალაიებს, გერა ფირცხელავას.
კოლექტიური მეურნეობის შექმნისა და განმტკიცების საქმეში ღირსეული წვლილი აქვთ შეტანილი: გრიგოლ, ალექსი, სალომე ჭეჟიებს, მალაქია დოლბაძეს, ვლადიმერ, პეტრე ქარჩავებს. დომნიკა ბებიას და მრავალ სხვა შრომისმოყვარე ადამიანს. ნაკიანში კოლმეურნეობის თავმჯდომარეებად სხვადასხვა დროს უმუშავნიათ გრიგოლ ჭეჟიას, მიხა ქარჩავას, ბეგი ყალიჩავას, ილია ჭეჟიას, აკაკი ქარჩავას, ლაუ ფირცხელავას, ჟორჟი, პროკობი ჭეჟიებს, სევერიანე ვეკუას, შოთა ყალიჩავას, ვალოდია ოყუჯავას, მამანტი ყურაშვილს, ამირან ჭეჟიას, ვალიკო როდონაიას.
60-იანი წლებიდან ნაკიანის კოლმეურნეობა ჭოღის ტუნგის საბჭოთა მეურნეობას შეუერთდა, მაგრამ, შემდეგ ისევე გამოეყო და შეიქმნა მეთხეობის მიმართულების ნაკიანის მეცხოველეობის მეურ-ნობა.
მეურნეობათა დირექტორებად მუშაობდნენ: გიგლა ჯიქია, გურამ ლემონჯავა, ღუღუნი ჯალაღონია, ჯუმბერ პაპასკირი, შუ-ქურ თოლორაია, ბორის ვეკუა, ჟორჟი პაპავა, ანზორ გოგუა, გოდერძი ვეკუა; ამჟამად ფუნქციონირებს მეგრული თხის ჯიშსაშენი, რომელსაც ედემ ქარჩავა ხელმძღვანელობს.
ნაკიანში 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ: დაუ, სევერიანე, თევდორე, თომა ახალაიები, კოსტა, მიხა, მელენტი, გრიგოლ ქარჩავები, ბეგი, შამე ყალიჩავები, ისაკ, ანდრო ჭეჟიები, ილიკო ჯალაღონია.
102 ნაკიანელი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში. მათგან მხოლოდ 40 დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ომში მამაცური ბრძოლებით თავი გამოიჩინეს: ჟორჟი, ამირან, ანტიფო, როტდენ, ვლადიმერ ვალიკო, შალვა, ტარასი, დათუშა ჭეჟიებმა, აკაკი, სევერიანე, ვლადიმერ, კოლია, ბიქტორ, პეტრე, დიმიტრი, კაპიტონ ირტავებმა, სილოვან, ჯადული, კლიმეტი, პარმენ, ერასტო, ვალი, გრიშა ახალაიებმა, ევგენი, იროდი, არტემონ, ერასტო ჩოკორაიებმა, ილია, ევგენი, კაპიტონ, მირო, ბიქტორ, დათუშა, ლავრენტი ყალიჩავებმა, დურუ კვარაცხელიამ, შოთა, აქვსენტი ფირცხელავებმა, პროკობი ჩოკორაიამ, ვლადიმერ შენგელიამ. დაღუპულთა ხსოვნის უკდავსაყოფად სოფლის ცენტრში გაშენებულია ტყე-პარკი და მოწყობილია სტენდი.
სოფელ ნაკიანის კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხა იწყება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის. 1897 წელს სოფლის მღვდელმა ფილიპე კვარაცხელიამ საკუთარ სახლში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა, სადაც მასწავლებლად მისი მეუღლე და შვილი მუშაობდა, მანვე თავისავე ეზოში 1899 წელს საკუთარი სახსრებით ააგო სკოლისათვის შენობა.
1901 წელს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სასწავლებლად. იმის გამო, რომ სკოლა სოფლის განაპირას, ლეკვარაცხელეს უბანში იყო, ხალხის მოთხოვნით და მათ მიერ შეგროვილი თანხით უყიდიათ ხის შენობა და დაუდგამთ ლეყალიჩეს უბანში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სკოლის აშენების თაოსნები ყოფილან ზაქარია და თეოფანე ყალიჩავები, ერმინე ჯიქია. აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლად უმუშავიათ სამსონ და დავით კვარაცხელიებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხსენებული სკოლა ოთხწლიან დაწყებით სკოლად გადაუკეთებიათ, ხოლო 1931 წელს შვიდწლიანი სკოლა გაუხსნია, 1933 წელს აღნიშნული სკოლა გადმოუტანიათ ცენტრში და მიუშენებიათ საკლასო ოთახები. დასახელებული შვიდწლიანი სკოლის პირველი დირექტორი იყო იროდი ბებია; მასწავლებლად მუშაობდნენ ლავრენტ ნაჭყებია, ლავრენტი გამსახურდია, ოლია, ტრიფონ, პაისი, ლევან ვეკუები, ევგენ და გალაქტიონ ძიმისტარიშვილები.
1940 წელს ნაკიანში საშუალო სკოლა გაიხსნა და დირექტორად ტატიანა ძიმისტარიშვილი დაამტკიცეს. ომისა და ომის შემდგომ წლებში აქ პედაგოგები იყვნენ: ოლიფანტე ქარჩავა, აგრაფინა ყალიჩავა, ნათელა ძიძიგური, ვალია უჩანეიშვილი, მაგდანა დოლბაძე, მამანტი ყურაშვილი, შოთა ნაჭყებია, ალიოშა ბერაძე, ბაგრატ ვეკუა, ვახტანგ ჟვანია, თინა ჯანაშია, ტატიანა ჭეჟია, ევგენი ყალიჩავა, გიგანტი თოდუა, ვერა ფირცხელავა, მარუსია მამფორია, ვლადიმერ ქარჩავა.
სხვადასხვა დროს ნაკიანის საშუალო სკოლის დირექტორებად მუშაობდნენ: ისაკ ქებურია, ვლადიმერ მამფორია, ილია ახალაია, შალვა ფირცხელავა, ამირან ჭეჟია, ვანო ფირცხელავა. ამჟამად აქ დირექტორია ზურაბ ქარჩავა; ხოლო პედაგოგიურ მუშაობას ეწევიან სერგო, სევერიანე ქარჩავები, რუსუდან ბერია, ნელი ყალიჩავა, ფაცია წურწუმია, ქეთევან ჭეჟია და სხვები.
ლექარჩეს უბანში 1918 წლიდან არსებობდა დაწყებითი სკოლა, რომელსაც დიდხანს სათავეში ედგა ვალენტინა ქარჩავა.
ნაკიანის სკოლებში უსწავლიათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გრიგოლ ჟვანიას, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს გრიგოლ ქარჩავას, სოციალისტური შრომის გმირს, პარტიულ და სამეცნიერო დარგის მუშაკს ანტიფო ჭეჟიას. მეცნიერებს სევერიანე და არსენიკო ყალიჩავებს, ლოიდ ქარჩავას, პოეტ გურამ ახალაიას. ნაკიანშია დაბადებული სახელოვანი ჟურნალისტი და მწერალი მოსე ქარჩავა.
სოფელს ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება საბავშვო ბაღი, სასოფლო კლუბი, ბიბლიოთეკები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საექიმო უბანი, ფოსტა, სავაჭრო დაწესებულებები, პურსაცხობი.
ნაკიანელთა კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი მუშაობა აქვთ გაწეული მის ღვიძლ შვილებს: ამირან ჭეჟიას, შოთა, ჭიჭიკო ყალიჩავებს, გრიშა კალანდიას, ჟორჟი ჩოკორაიას, იპოლიტე პერტაიას, ექიმ იასონ ჯალაღონიას, კულტურის მუშაკებს: პლატონ დოლბაძეს, დავით ჩოკორაიას, მზევინარ ყალიჩავას, გულნარა ხულორდავას, მეჩაიეებს ნინელი, ფოთო ქარჩავებს, ჯანიკო, დუნია ჭეჟიებს, ნინელი, ნუცა დარსალიებს, ნაზი შენგელიას, ლიმო ახალაიას, ლოლა ჭკადუას, ნუცა, ამალი კვარაცხელიებს. აღსანიშნავია ცნობილი მეაბრეშუმეების: ვალია ყალიჩავას, მარგო ჩიტაიას და მერი დოლბაძის საქმიანობა.
სოფელში დავიწყებული არ არის ნაკიანელები: გრიშა, ჟორჟი, ამირან, ქორდიკო, ლევან, ტატაჩი, მოთა, დემუშა, დავით, ევგენი, ლენა, ვენერა ყალიჩავების, ჭიჭიკო, ჯელინ ქარჩავების, ნოდარ, ვლადიმერ, კარლო ფირცხელავების, სევერიანე დარსალიას, ნეოდ ჩოკორაიას და სხვათა მიერ გაწეული ღვაწლი.
აქ განთქმული მჭედლები იყვნენ ალექსი, ნიკო ჭუჟიები, კალი ყალიჩავა.
სოფელში გატარდა მიწის რეფორმა; შეკეთდა ჩხოროწყუსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი; სკოლას ჩაუტარდა რემონტი; მოსახლეობამ მოიმრავლა საქონელი, მოჰყავს მარცვლეული. ხალხი უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობს.