ვალერიან ახალაია ახუთის და ახუთელების შესახებ

ახუთი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სოფელია. მდებარეობს მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში ზღვის დონიდან 180 მეტრზე.

აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ნოღა და ფოცხო.

დასავლეთით ქვედა ჩხოროწყუ. ჩრდილოეთით ქალაქი ჩხოროწყუ. და ნაკიანი. სამხრეთით ლესიჭინე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული.

აღწერის მიხედვით 746 კომლია 2291 მცხოვრებით. აქ 102 გვარი ცხოვრობს. ყვალაზე გავრცელებულია ჯალაღონია, შემდგომ მოდის საჯაია, ვეკუა, ჩიტაია, კაჭარავა, ნაროუშვილი, ჯიქია, ახალაია, კაკულია, მამფორია, გამსახურდია, ჯღარკავა, ხარებავა, ჯიჯელავა, გერსამია, შელეგია, ჯაიანი, პერტახია, გოგია, კაცია, სიჭინავა, ქაჯაია და ა.შ. გვარის მიხედვით დასახლებული უბნებია: საჯალაღონიო, სავეკუო, სანაროუშვილო, სასაჯაიაო, საჯაიანო, სახაბურზანიო, საჯოჯუო, სააბაშიო, საგამსახურდიო, ლეხარებე , საჯიჯელო, ლეგერსამე, ლექარჩე, ლეკაციე, ; ნასახლარებია-ნაზოდელუ, ნანჯაფარუ, ; ახუთის ტერიტორიაზე რვა ეკლესია -მონასტერი მოქმედებდა.

გოგოლეთი

ისტორიული წყაროების მიხედვით ახუთის ტერიტორია ერთ დროს ჯაიანთა სათავადოს შემადგენელი ნაწილი იყო. აღნიშნული სათავადო მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა და იგი ცოტნე ჯაიანის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება. ახუთი წყაროებში იხსენიება მეთქევსმეტე საუკუნის დასასრულისათვის, აღნიშნულია აგრეთე მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპელ მოგზაურთა შედგენილ რუკაზე.

ახუთის სახელწოდებაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ჯაიანის საგვარეულოსთანაა დაკავშირებული. შაქარ ჯაიანი ახუთში ყოფილა დასახლებული . მის მემკვიდრე ხუთი შვილი ყავდა. ისინი აქ სხვადასხვა კუთხეებში დამკვიდრებულან. გადმოცემით აქ ხუთი ძმის მიხედვით სოფელს ეწოდა ახუთი. ვერსია ასეა ახსნილი-ძმები ჯაიანები გაუვალი ტყით დაფარულ ტერიტორიაზე ნადირობისას ერთმანეთს აცდენილან და დიდი წვალების შემდეგ შეკრებილან. ძმათა თავმოყრის ადგილზე უმცროსი უმცროსი ძმის მოსვლისას უფროსს უთქვამს ” ა-ხუთი” ე.ი ხუთივე ვართო. აღნიშნული ამბავი მოთხრობილია სამეგრელოს მთავართა საგვარეულოს მატიანეს დამატებაში და უხუცესი პედაგოგის ბესარიონ ჯაიანის მოგონებებში, რომელიც აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა მოიწონა.

მეორე ვერსიით ახუთის სახელწოდება “სამრებროსთანაა დაკავშირებული. სამღეროში სავაჭროდ მიმავალ მგზავრებს შემხვედრისათვის უკითხავთ- “სამღებრომდე შორიაო” , პასუხად მიუღიათ “ა-ხუთი” ხე რომ მოჩანს იქ არისო.

მესამე ვერსია ასეთია- ჯაიანების ფუძის დიი კაცი ყოფილა ახუ, რომელსაც დღევანდელი ახუთის ტერიტორიაზე ტყე გაუჩეხია და თავისი ოჯახისათვის კარ-მიდამო შეუქმნია. ამ მიდამოსათვის მეზობლად მცხოვრებლებს ახუს თი” უწოდებიათ. ასე თუ ისე ყველა ვერსია” ა-ხუთით” მთავრდება. მათგან პირველი უფრო დამაჯერებელია.

ლევან მეხუთე დადიანის დროს ახუთში ცნობილნი იყვნენ-გოგი, ზურაბ, ოტია, ვახტა და ხუხულობა ჯაიანები, რომლებსაც სოფელში დიი მეურნეობა ჰქონიათ, მათ განკარგულებაში იყო ეკლესია, ჯიხა და სამღებრო. აქ მოწვეული სპეციალისტები სხვადასხვა ძაფებსა და ქსოვილებს ღებავდნენ, ახუთის ამნაწილს “სარღებო” ერქვა. პარასკევობით და კვირაობითაქ დიდი ბაზრობა იმართებოდა, სადაც სამ,ეგრელოს და იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან დიდძალი ხალხი მოდიოდა. . წელიწადში ორჯერ ბაზრობის დასრულების შემდეგ იმართებოდა შეჯიბრება ცხენოსნობაში, ლელობურთში, სირბილში, ჭიდაობაში, შაირობაში, მხიარულება გვიან სარამომდე გრძელდებოდა.

სოფლის უხუცესთა გადმოცემით” სარღებაში” სტუმრად ეტლით ჩამოსულა აკაკი წერეთელი. საზღვარზე მას უამრავი ხალხი დახვედრია. მგოსანი დასწრებია ბაზრობის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებს, საღამოს კი მის საპატივცემოდ ვახშამზე ლექსიც მიუძღვნია ახუთელებისათვის.

ჯაიანებმა ვერ შეძლეს შეენარჩუნებინათ მთლიანად ახუთი და მისი დიი ნაწილი დადიანთა საგვარეულოს ხელში გადავიდა. სამთავრო სახლის უმცროსმა სტომ თავის ერთ-ერთ ი რეზიდენციად სწორედ ახუთი აირჩია, სადაც დამკვიდრდა ამ შტოს წარმომადგენელი გიორგი დადიანი. მეთვრამეტე საუკუნის მისი კარის ეკლესიის ნანგრევები ახუთში ახლაც არის დარჩენილი და მას “ნადოხორუში ოხვამე”-ს ეზახიან.

დადიანებთან ბრძოლაში დამაქრცხებული ჯაიანები , კერძოდ ქაიხოსრო ჯაიანი მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს იძულებული გახდა ნიკო დადიანისათვის ერთგულება გამოეცხადებინა. და მისი ვასალი გამხდარიყო. ჯაიანებმა მაინც შეძლეს ადგილმამულის მცირე ნაწილის სენარჩუნება. ჯაიანთა საგვარეულო მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დაიშალა. ამჟამად ახუტში ჯაიანთა გვარის მხოლოდ 29 წარმომადგენელი ცხოვრობს. ჩხოროწყუშს რაიონში 56 ჯაიანია დამკვიდრებული, საქართველოში კი 2029 ჯაიანია აღრიცხული.

1859-1860 წლების კამერალური აღწერის მიხედვით ახუთში 252 კომლი 1916 მცხოვრები ყოფილა დამკვიდრებული. მათ შორის 1049 მამაკაცი და 867 ქალი. სოფელში ცხოვრობდა თავადის 14 და აზნაურის 25 ოჯახი. ამავე აღწერით სავეკუო და ლეგერსამე ცალკე სოფლებადააა შეტანილი. სავეკუოში 73 კომლი სახლებია 600 მცხოვრებით, ხოლო ლეგერსამეში 58 კომლი და 733 მცხოვრები იყო.

თუ თვალს გადავავლებთ ახუთის შორეულ ისტორიას, არქეოლოგიურ აღმოჩენათა ფონზე დავრწმუნდებიტ , რომ აქ უძველეს ადამიანს უცხოვრია და ტავისი კვალი დაუტოვებია. ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ნაშთები: ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, ე.წ “კოლხური ცულები” , ბრინჯაოს თასი და სხვა ამ ნივთებთან ერთად ახუთელმა ენთუზიასტმა მიხეილ ბერიშვილმა აღმოაჩინა ამავე ხანის ქვევრსამარხი ადამიანის ძვლებით, მძივებითა და ბრინჯაოს საყურით.

გვიან ფეოდალურ ხანაში ახუთი დაყოფილი იყო სამ ნაწილად-პირველ, მეორე და მესამე ახუთად . პირველი ახუთის სოფლის ცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას ჰქვია. მეორე ახუთი მდინარე ზანის სანაპიროზეა განლაგებული, ხოლო მესამე ახუთი ძირითადად ლეგერსამეს უბანს მოიცავდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ე.წ გეგმანი გადასახლების” დროს მესამე ახუთი დაცარიელდა.

ახუთის მოსახლეობის ძირითადი ბირთვი გლეხობა იყო, რომელიც მწარედ განიცდიდა ბატონყმურ ჩაგვრას, იძულებული იყო ეხადა უამრავი სახის გადასახადი , რაც ბუნებრივია წინააღმდეგობას იწვევდა. ახუთელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1856-1857 წლების სამეგრელოს გლეხთა დიდ აჯანყებაში , ისინი გოჩა და უტუ თოდუას რაზმში იყვნენ გაერთიანებულნი. აქ მეტად საინტერესო მოვლენაც მოხდა. თავად ვახტაგ ლევანის ძე ჯაიანის მოჯალაბე სისინა მორედვას ძე საჯაიამ გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადა, თანასოფლელებიც მიემხრო და თავი დააღწია ბატონის სამსახურს. ბატონი თავისას არ იშლიდა, ურჩ მსახურს ავიწროებდა . საჯაიამ გადაწყვიტა მოეკლა ჯაიანი და სარკმლიდან ესროლა მძინარეს. ბატონი მარჯვენა მკლავში დაიჭრა , საჯაიას 20 წლით კატორღა მიესაჯა. იგი გაიქცა ქუთაისის ციხიდან და 1864 წლამდე იმალებოდა, შემდეგ იგი ამნისტის საფუძველზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაანთავისუფლეს.

მეოცე საუკუნიდან სოფელში პარტიებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ბოლშევიკურ ორგანიზაციას ბიქტორ ჩიტაია ხელმძღვანელობდა, სოციალ-დემოკრატებს -მიხა ჯიქია, ხოლო ეროვნულ-დემოკრატებს ვალოდია შუბლაძე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში დღევანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილი იყო 8 სათემო საზოგადებად, მათ შორის ერთ-ერთი ახუთი იყო, რომლის შემადგენლობაში ახუთი, ლეგერსამე და სავეკუო შედიოდა. თემს სათავეში ერობის თავმჯდომარე ედგა. ახუთელმა გლეხებმა სწორედ მაშინ შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სამონასტრო სკოლა, სწავლა-განათლების მიღება საყოველთაო და უსასყიდლო გახდა, გაუქმდა ყოველგვარი წოდებრივი და მემკვიდრეობითი პრივილეგიები, დაწესდა პიროვნებისა და საკუთრების ხელშეუხებლობა , დაკანონდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.

საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ახუთში რევკომი შეიქმნა, ხოლო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგად სათემო საბჭოს აღმასკომი ჩამოყალიბდა.1924 წლიდან 1991 წლამდე სოფელში ჯერ მშრომელთა დეპუტატების სასოფლო აღმასკომი ფუნქციონირებდა. სხვადასხვა მას თავმჯდომარეობდნენ : სიმონ ხუბუნაია, ელიზბარუბირია, ერასტო ჯიქია, აკაკი ჯიქია, კალისტრატე კაკულია, გერმანე სანაია, ანდრონიკე ბარამიძე, გრიგოლ ჯალაღონია, ნოდარ ვეკუა, ალექსი ხურცილავა, ნიკოლოზ ხარებავა, ინდიკო ჯიქია, გიორგი ჩიტაია, ოტელო ვეკუა.

მმართველობის ფორმის შეცვლის შემდეგ გამგებლად მუშაობდნენ ჯუმბერ ჯღარკავა, ოტელო ვეკუა. 2002 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოს თავმჯდორედ არჩეულ იქნა ბესიკ ესებუა, რომელიც ნუგზარ სანაიამ შეცვალა.

გაგრძელება

ვალერიან ახალაია

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ჟურნალი “მოამბე”

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი

გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან”