ესსეების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის.

მშვიდობისა და განვითარების აკადემია  „მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. 

კვირეული ტარდება პროექტის “მშვიდობის ახალგაზრდა ელჩთა ფასილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონსა და კავკასიაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი CISU –  ს ფინანსური მხარდაჭერით და დანიურ ორგანიზაცია Crossing Borders –  თან პარტნიორობით.

პროექტი პარალელურად ხორციელდება სომხეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. 

ესსეს ნარატივი უნდა ეხმიანებოდეს მშვიდობის თემატიკას და მის მნიშვნელობას ადამიანისთვის ინდივიდუალურ და გლობალურ დონეზე.

ნაშრომი შეიძლება დაიწეროს შემდეგი სამი მიმართულებით:

  • მშვიდობის აღმშენებლობა,
  • ახალგაზრდები და სამშვიდობო პროცესები,
  • მშვიდობის დღის მნიშვნელობა

ესსე  უნდა შეიცავდეს 150-300 სიტყვას.
ესსეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  ახალგაზრდებს 14 – დან 29 წლამდე.

კონკურსის სამი გამარჯვებულების დაჯილდოვება დაგეგმილია  21 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

კონკურსის  გამარჯვებულებს გამოავლენს მოწვეული ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზით და გადაეცემათ სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ  ელ-ფოსტაზე: apdcontest@gmail.com და subject-ის ველში მუთითოთ: ესსეების კონკურსი. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა  მიმდინარე წლის 15 სექტემბერი.

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში