ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმისა და ტურისტთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების მიერ სოფელ მუხურის მახლობლად, მიწისქვეშა მდ. ”დეიძახის” ვოკლუზური წყაროების მიდამოებში აღმოჩენილ იქნა დიდი ზომის ერატიკული (იგივე გადააადგილებული, მოხეტიალე, ობოლი) ლოდი.
ლოდის გარშემოწერილობა 16 მეტრია, წონა ასსამოც ტონამდე.
ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ იგი არ არის ადგილობრივი წარმოშობის და ჩამოტანილია მაღალი სიმკვრივის ქვატალახოვანი ღვარცოფის მიერ (ან მყინვარის ) მიგარიას კირქვული მასივის მიღმა მდებარე ბაიოსური ასაკის ტუფქვიშა ქვებით აგებული ტერიტორიიიდან.
ეს ლოდი არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოდესღაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის სტიქიურ მოვლენას.
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების, ქალაქ ჩხოროწყუს N 2
საჯარო სკოლის პედაგოგების, მერიის თანამშრომლის ედემ კვარაცხელიას, ტურისტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტარიელ შენგელიას ინიციატივით კეთილმოეწყო ბუნების ამ უნიკალურ ფენომენამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი.
ტერიტორია გაიწმინდა ეკალ-ბარდებისაგან.მიმდინარე წლის 8 ივლისს ლოდზე აღიმართა ჯვარი.
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ჩხოროწყუელს, ვინც სათანადო წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
”დეიძახის” ლოდი შურუბუმუს მღვიმესთან, ვეშაპის ქანდაკებასთან და მდ. ”დეიძახთან” ერთად შესანიშნავ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს!!!!