ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების უფროსის მ/შ ემზარ დემურია, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” კოორდინატორი თამთა ჭითანავა, ა(ა)იპ დასუფთავების, კეთილმოწყობისა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე.
შეხვედრაზე მერიის სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პირველი მარტიდან ამოქმედებულ მთავრობის ახალ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის გარეშე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება.
- შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.