დასუფთავების აქციები ჩხოროწყუში

კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“  საერთაშორისო  ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველო“ ახორციელებს.

 ჩხოროწყუ ტრადიციულად ავანგარდშია და ადგილობრივ აქტივობებს კოორდიციას თამთა ჭითანავა უწევს.  

თამთა  ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვალია ბეჭვაიას  შვილიშვილია. არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით აქტიურობის პარალელურად  კირცხში სამუზეუმო საქმის განვითარების ხელშეწყობასაც ცდილობს.

სამწუხაროდ ჩხოროწყუში ტურისტულ ადგილებში ანტისანიტარული კერები არსებობს.  უმძიმესი მდგომარეობაა შურუბუმუს  მღვიმის მისადგომებთან, სადაც თამთასთან  და აქტივისტებთან ერთად მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია, კულტურის სამსახურისა და სახლის თანამშრომლები მივიდნენ.  ადგილი შესაძლებლობის ფარგლებში დასუფთავდა,მაგრამ  უმორჩილესი თხოვნაა შურუბუმუში ნარჩენებს ნუ დატოვებთ.  

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში