დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაციის ათი გუნდი დაუპირისპირდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მ/ს ორგანიზაცია ,,კრისტალი” და ,,ლიბერთი ბანკი”-ის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ,,კრიტალი”-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ გამარჯvებულ გუნდებს დიპლომები გადასცა.
ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ინფორმაცია