Table of Contents
ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა
რეგიონალური განვითარების ფონდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 3 მილიონით აფინასებს.
პრიორიტეტებად დასახელდა საგზაო ინფრასტრუქტურა,წყალმომარაგება და ქალაქის ცენტრი.
მერის ინფორმაციით, 2012-2019 წლებში სოფლად მისასასვლელი გზები უკვე ძირითადში მოწესრიგდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად მიმართულებებად დასახელდა:
- ხაბუმე- ჭოღის სამ კილომეტრიანი გზის მოწესრიგება;
- ლეტეშის უბანში 3 კმ-იანი მონაკვეთის გზის დაგება;
- 4 კმიანი ბეტონის საფარის დაგება სოფელ მეორე ჭოღაში;
- ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში 4 კმ-იანი ახალი საფარი
- ხანწკში 4კმ-იანი ახალი გზის საფარი ( 2020-2021 წლებისთვის)
წყალმომარაგება:
სოფელ მუხურში უკვე დაიხარჯა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი და სამუშაოები დასრულებულია
ლეწურწუმე
მუშაობა მიმდინარეობს საპერტაიოს უბანში. უზრუნველყოფილია: 60 ოჯახი. მათთვის შეიქმნა ახალი ქსელი.
იგეგმება
- ლეწურწუმის ცენტრის წყალმომარაგება;
- ეგიარზენის უბნის წყალმომარაგება.
სოფელ ნაფიჩხოვო
ძველი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომელიც კოროზირებული იყო და მოსახლეობისთვის ხიფათს წარმოადგენდა. არსებობს 24 საათიანი წყალმომარაგება 400 ოჯახისთვის.
ტურიზმი:
მიმდინარეობს კვლევა. (გვალაშარა , შურუბუმუ, ღუნჯი, ტობავარჩხილი )
აშენდა რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო
შენდება სამი სასტუმრო მუხურში . მათი საერთო ღირებულებაა 14 მილიონი ლარი
სკოლები და ბაღები
2021წლისთვის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა რეაბილიტირდება;
უკვე აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაღი;
17 საბავშვო ბაღი ნაწილობრივ ან სრულად რეაბილიტირებულია;
ბაღებში სამჯერადი კვება დაწესდა
იგეგმება 4 ახალი ბაღის მშენებლობა
რეაბილიტირდება 8 ახალი საბავშვო ბაღი
12 სკოლა რეაბილიტირდა
აშენდა ახალი სკოლა სოფელ კირცხში
შენდება ახალი სკოლა მოიდანახეში ( სოფელი ხაბუმე)