დავით შენგელია- ხვალ ჩხოროწყუში “დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა”

პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია ძველი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას მწვავედ აფასებს

გავა დრო და ხვალინდელი დღე, ჩხოროწყუს საკრებულოს შავ ლაქად დარჩება

პატარა და ლამაზი ქალაქის მკვიდრნი, ოდესმე გაიხსენებენ ყველას, რომლებიც ვინმე კობახიძის სურვილით, განუდგნენ საკუთარი ხალხის არჩევანს!

არ სცეს პატივი ახლად არჩეულ,ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს და ახალ საკრებულოს დაუმტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი ძველი შემადგენლობით !

ჩვენდამი უპატივცემულობა,ჩვენშივე დარჩეს,მაგრამ თქვენი ქალაქის, რაიონის მოსახლეობისთვის პატივისცემა აუცილებელი პირობა იყო ! იყავით მართალნი ხალხთან! ჩვენდამი,ახალი მოწვევის წევრებისადმი უპატივცემულობას როგორმე მოვერევით! ხვალ ჩხოროწყუში “დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა!

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში