დადიანების წყარო ( წყურგილი)

წყაროს არსებობა დადიანების  დროიდან ფიქსირდება.   უძველესი დროიდან ამ ადგილზე სოფლის შეკრება ტარდებოდა .

გადმოცემის მიხედვით, წყურგილთან  უტუ მიქავას რაზმი გაჩერებულა და ლაშქრული  სიმღერა მისი რაზმის მონაწილეებს სპონტანურად  დაუწერიათ.

წყურგილი

1918 წელს ბოლშევიკი აჯანყებულებიც აქ კრებდნენ ხალხს.მათი მოგერიება საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა. რაზმს  ცნობილი წითელი კომისარი წულუკიძე ხელმძღვანელობდა.წყარო კომუნისტებმა  თავიანთ “გმირობას“  დაუკავშირეს და პატარა მონუმენტიც დადგეს. ამჟამად მონუმენტი მოშორებულია და  ნარჩენები იქვე გდია.

1919 წელს ზუსტად აქ შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და ხაბუმის თემი ოფიციალურად შეიქმნა.

წყაროს კვალი

წყაროს შემცირების გამო ძველი კვალი გაქრა. ჩხოროწყუს მერიის ხელშეწყობით, ტარიელ შენგელიას, სხვა ადგილობრივი მოსახლეების ინიციატივით გაითხარა ჭა,  დაიდგა მაგიდა. სამწუხაროდ ძველი წყაროს მდგომარეობა სავალალოა. აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს „მოქეიფეთა“  უყურადღებობა ისტორიული ადგილის მიმართ. 

წყარო მდებარეობს ხაბუმე- ჯუმითის გზის გასწვრივ. წყაროსთან  დგას ჭადრის დიდი ხე

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა