გოგონა ზუმიდან, რომელიც ფეხბურთით და ფოტოგრაფიით არის გატაცებული

_______________________________________________
“ჩემი გეგმები არაა მარტივი, მაგრამ მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ…!”

MyCityChkhorotsku-ს ტრადიციული რუბრიკა გრძელდება. დღევანდელი ბლიც – ინტერვიუს სტუმარია მიმზიდველი გარეგნობის, საინტერესო ახალგაზრდა. ის განსხვავებული ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა.

სახელი: ევლინა
გვარი: მანჯგალაძე
სქესი: მდედრობითი
ბევრს ბიჭი ჰგონიხარ, გაღიზიანებს ეს ფაქტი?! — არა, პირიქით.


რატომ არ იპრანჭება ევლინა?— ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ!
განსხვავებული სტილი გაქვს. გიხდება. როდიდან ატარებ მოკლე თმას, ბიჭის ტანისამოსს და რატომ?! — მადლობა. მოკლე თმა ბავშვობაშიც მქონდა, მაგრამ რაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე
სტილის შეცვლაც გადავწყვიტე. თუ რატომ, ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა…


გრიმით გამოპრანჭულს გიხილავთ როდისმე?! — არამგონია. ერთხელ დედაჩემმა გამიკეთა მაკიაჟი. სარკეში ჩახედვა და მოშორება ერთი იყო.))
მშობლებს მოსწონთ შენი სტილი, რას გეუბნებიან? — არ მოსწონთ. გოგო ხარ და გოგოსავით ჩაიცვიო!  არც ნათესაობას მოსწონდა დიდად!  ახლა თმებს ვიზრდი. გოგოს ტანისამოსსაც ვეჩვევი, ვნახოთ რა გამოვა! 
ალბათ შენი მამაკაცური სტილი სპორტს უკავშირდება?! — დიახ.


წელს სკოლა დაამთავრე. სად გინდა სწავლის გაგრძელება და რა განხრით? — სპორტის უნივერსიტეტში, სამწვრთნელო ფაკულტეტზე.
ფეხბურთს რატომ უღალატე? — არ მიღალატია, არც ვუღალატებ! თუ ჩავირიცხე მწვრთნელი ვიქნები. შესაბამისად ფეხბურთს არასდროს არ მოვცილდები.

ვლინა მანჯგალაძის ფოტო


შეიძლება ფეხბურთელის ამპლუაშიც გიხილოთ?! — არა. მაგრამ მწვრთნელის ამპლუაში შესაძლებელია. მთავარია გამოცდები ჩავაბარო.


ახლა ფოტოგრაფიამ გაგიტაცა. ლამაზი ფოტოებით გვანებივრებ… დროებითი ჰობია?!

— ფოტოგრაფია სულ მიზიდავდა, უბრალოდ მაშინ აპარატი არ მქონდა. სამომავლოდ მაქვს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული გეგმებიც. ვაპირებ ფოტოგრაფიის შესწავლასაც.

როგორია შენი სამომავლო გეგმები…— ჩემი გეგმები არაა მარტივი, მაგრამ მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ!
რომელი უფრო ახლოს არის შენთან სპორტი თუ ფოტოხელოვნება? — ერთნაირად არიან.


რას ნიშნავს ფოტოგრაფია, რა გრძნობას ბადებს ეს პროცესი შენში?— ფოტოაპარატი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია. ფოტოგრაფია – ეს არის სამყაროს შენეული დანახვა. ფოტოებს გადაღებისას კი თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.


თბილისთან დაახლოება ჩხოროწყუს სიყვარულს ხომ არ გაანელებს? — არა, რა თქმა უნდა!
რას ნიშნავს შენი ქალაქი შენთვის? — ჩემი ქალაქი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ის ჩემთვის მეორე სახლია!
ჩხოროწყუში კარგი უნივერსიტეტი/კოლეჯი რომ იყოს, სწავლას მაინც სხვაგან არჩევდი?— არა, და ნეტა იყოს!


შენის აზრით, ჩვენს ქალაქში რა აკლიათ ახალგაზრდებს რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნონ?— ო, ბევრი რამ…
შენში ყველაზე მეტად რა მოგწონს?— სამართლიანობა.
რას შევცვლიდი? — ბევრ რამეს))
უცხო საზოგადოების თვალით, საინტერესო, ამოუცნობი გოგონა ხარ, როგორია ევლინა შინაგანად?!— ევლინა არის უბრალო ადამიანი, რომელსაც შეუძლია უყვარდეს და უანგაროდ აკეთოს სიკეთე… 
ის რაც შენს შესახებ არ ვიცით — ამ კითხვაზე თავს ვიკავებ.))
რა არის სიყვარული?! —  ვიცი განა?!
ბიჭებს აინტერესებს: შენი გული თავისუფალია?! — თავისუფალია.
რა გაღიზიანებს… — უსამართლობა.


ვინ არის შენი საუკეთესო მეგობრები. რატომ აირჩიე ის?— მეგობარი ბევრი მყავს მაგრამ საუკეთესო ერთი და ისიც ბიჭი. (ავირჩიე რადგან ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. მასში ის უბრალოება იყო, რაც მე ყველაზე მეტად მიზიდავდა.)
რას არ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?! — ღალატს.
მეშინია — საყვარელი ადამიანების დაკარგვის!
ვიცი — ადამიანობის ფასი.
არ ვიცი — ბევრი რამ…
მაინტერესებს — ბევრი რამ…
არ მაინტერესებს — სხვისი ცხოვრება.
მიხარია — მაშინ როცა ჩემს გარშემო ბედნიერ ხალხს ვხედავ.
ვეძებ —ფოტოების გადასაღებად კარგ ადგილებს…
ვჩხუბობ — უსამართლობის გამო.
მრცხვენია — სატირალზე შესვლის, ჩაცმის სტილიდან გამომდინარე! 
ვმალავ — დასამალი არაფერი მაქ.
ვინახავ — საიდუმლოებს…
მწამს — ღმერთის.
მაბედნიერებს — ფოტოების გადაღება…
მსიამოვნებს — ბუნებაში ყოფნა
ვუხეშობ — მაშინ როცა ცუდ ხასიათზე ვარ.
ვკითხულობ — როცა მოწყენილი ვარ.
ვამზადებ — კარგ საჭმლებს …
ვაფუჭებ — ჩემს ნახატებს. (იცით, ოდესღაც ვხატავდი. დიდ დროს ვუთმობდი. შესაბამისად ნახატებიც ბევრი მქონდა. მოხდა ისე, რომ ყველაფერი მომპარეს და მგონი მუზაც გაიტაცეს… ვხატავ, მაგრამ ისე გულიანად ვეღარ!) 
ვცხოვრობ — მომავლის იმედით.
ვგიჟდები — ფოტოების გადაღებაზე…
მეღიმება — როცა გოგოები მეპრანჭებიან. 
მიყვარს — სამეგრელოს ბუნება.
მძულს —ჭორიკანა სასტავი!
მსურს — გაჭირვებულების დახმარება…
ვაგროვებ — მედლებს. 
ვეჭვიანობ — )))))
ვიზიდავ — უბრალო ადამიანებს))
ვალამაზებ — ოჯახს. 
შენი რჩევა და შეფასება გვერდს MyCityChkhorotsku-ს — ძალიან მომწონს ეს გვერდი. საინტერესო და მრავალფეროვანია…მადლობა ინტერვიუსთვის.

პატივისცემით MyCityChkhorotsku-ს ადმინი  — Evlina Manjgaladze-თან ერთად.

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან