გლოვის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.