გიორგი კვარაცხელიასა და ბექა ყალიჩავას გუნდის “სუფთა სოფელმა” მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვა

ჩხოროწყუელმა მოსწავლეებმა  მნიშვნელოვან  საერთაშორისო კონკურსში წარმატება  მოიპოვეს. კონკურსს “PEACE DESIGNER (მშვიდობის შემქმნელები ) ქვია.

 პროექტს  მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია  საერთაშორისო ორგანიზაცია „IAYSP“-თან ერთად ახორციელებს,სადაც ახალგაზრდები სწავლობენ აღმოაჩინონ მათ გარშემო არსებული პრობლემა, მოძებნონ გადაჭრის გზები და ასევე, სწავლობენ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები პრაქტიკულად.

 საქართველო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა. 11 ევროპული ქვეყნიდან წარმატება ჩხოროწყუელთა გუნდს ხვდა წილად.

მათმა ნამუშევარმა „სუფთა სოფელი“ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.  გუნდში შედიოდნენ: გიორგი კვარაცხელია, ელენე როდონაია, ნიკოლოზ ხორავა, მონიკა წურწუმია, ბექა ყალიჩავა და ელენე კვირკველია.

 გუნდის ლიდერი  გიორგი კვარაცხელია  გახლდათ.

პროექტში ახალგაზდები ქალბატონმა თეა კვარაცხელიამ ჩართო.  პრეზენტაცია გიორგისთან ერთად ბექა ყალიჩავამ წარადგინა.

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში