გაზეთი “ივერია”ში იმ პერიოდის მუხურის ცხოვრების შესახებ ორი საინტერესო ინფორმაციაა დაფიქსირებული
1904 წლის სამი ივლისის ინფორმაციით, მუხურში ირიცხებოდა 200 კომლი და იგი შედგებოდა სამი საზოგადოებისგან: თაია,ზუმი და თვით მუხური. არსებობდა მოსწავლე მგალობელთა გუნდი მელქისედეკ შალვაძის მეოხებით.
სოფ. მუხური მდებარეობს ოცდახუთშეტ ვრსზედ ზუგდიდიდან. თვით სოფელი ფრიად შემკულია ბუნების სიმშვენივრით.
აღმოსავლეთით აკრავს ამ სოფელს. ოციდალეს მთა. შუა სოფელში ჩამოდის მდინარე ხობისწყალი, ხალხი მისდევს მიწის მუშაობას და ვაზის გაშენებას ეხლა დაიწყეს დაბალი ვაზის მო-შენებაც, მუხურში ირიცხება ორას კომლამდე მოსახლე.
სოფ. მუხური შესდგება სამ საზოგადოებისაგან: თაია, ზუმი და თვით მუხური.
შუა გულზე სოფელში გაშენებულია პატარა ეკლესია, ძვირფასად შემკული, აქ მუდამ გალობს ადგილობრივი სასწავლებლის მოსწავლეთა ხორო, ფრიად სასიამოვნოდ და მწყობ- რად მელქი შალვაძის მეოხებით.
ხობის წყალზედა. შარშან იდვა ხიდი, მაგრამ წელს წყალმა წაიღო ლანქერის დროს; მთავრობა ეუბნება ხალხს გაკეთებას, ხალხი კი სიღარიბისაგან შევიწროებულია. ადგილობრივ მღვდლის ესტატე ბენდელიანისა და მასწავლებელთა მეოხებით სოფელს წინსვლა ემჩნევა. მღვდლის მეცადინეობით არის გამართული აქ ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც არის ზედამხედველად ალ. ცანავა, რომელსაც კარგად აქვს დაყენებული სასწავლებელი. აქვეა საქალებო საეკლესიო სასწავლებელი, სადაც ბავშვები მშვენივრად სწავლობენ ქართულს,
კლინკა
მუხურის ხიდი იმ პერიოდისთვის დანგრეულია. სოფლის ცხოვრებაში განსაკუთრებით როლს თამაშობს მღვდელი ესტატე ბენდელიანი, რომელსაც დაუარსებია მუხურის ორკლასიანი სასწავლებელი. (ზედამხედველი: ალ ცანავა) არსებულა ქალთა სასულიერო სასწავლებელი,სადაც ქართული ენის შესწავლის ხარისხი მაღალი ყოფილა.
აქვეა ცნობა თეატრალური წარმოდგენის შესახებ, რომელსაც იგივე “კლინკა” გვაწვდის
ს. მუსური (უგდიდის მაზრა). აქაურ მასწიელებელ ქალის მეცადინეობით, ადგილობრივ. საქალებო სასწავლებელში გაიმართა 30 მაისს ქართული წარმოდგენა
მონაწილეობდნენ აქაური მასწავლებლები, კაცნი და ქალნი. ითამაშეს „გაცრუებული იმედები“, აზიანის ორ მოქმედებიანი კომედია და აწყურელის „ორი მშიერი“
„გაცრუებულ იმედებში“ ძლიერ კარგათ ითამაშა სტეფანეს როლი ბ. გურულმა, კარგნი იყვენ ა. გოგოლიშვილი (გაბო), მელქი ბალავაძე (გიგო), ალ. ცანავა (ვანო), გ. პიტავა და სხვები, ქალები, ერთი ორის მეტი, სუსტობდენ, კარგი იყო პ, ღორიას ასული (ნინო) და კეკელა (ე. ჩიხლაძის ასული).
ლიზას შემსრულებელი ძლიერი სუსტობდაო, მოთამაშეთ ხელთ უწყობდა კარგად მოწყობილი სცენა. ორ მშიერში» ბევრი აცინა საზოგადოება ბ. გურულმა (ფრანსუა).
ბოლოს გაიმართა (ცეკვა-თამაში, ლექსების კითხვა და სიმღერა. შესანიშნავათ ჰყავდა მომზადებული მოწაფე ქალები და ვაჟები ბ. მელქ. ბალავაძეს სიმღერისათვის, თვით ბალავაძეს დიდი ნიჭი აქეს სიმღერის, იმღერეს «სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ, ყარანაი ყანაში, ოი, გოგონა» და სხვები.
დიდის მადლობის ღირსნი არიან: ესტატე ბენდელიანი, ბელაგია ლორიას ასული, ა. ცანავა, ბალავაძე და სხვები, ვინც მონაწილეობდა. შემოსავალი გადადებული იყო საქალებო სკოლის სასარგებლოდ, ხალხი ბლომათ და ესწროდა კმაყოფილი დაბრუნდნენ. კარგი იქნება, კვლავაც რომ გამართავდენ წარმოდგენას ჩვენი სოფელში და ამნაირად ჩაუნერგავდნენ ოდიშელებს სიყვარულს სამშობლო სცენისა და ენისადმი.
1903 წლის იანვრის “ივერია” კი “ნონოობაზე” მოგვითხრობს, რომელსაც დაესწრო ზუგდიდის მაზრების სკოლების მეთვალყურე ტ.ჯოხთაბერიძე. სკოლის მმართველად მოიხსენიება პელაგია ლორია. მასწავლებლები: ა.ცანავა და მ.ბალავაძე