ბერი მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა)

მამა ბასილი  ( ვასილ ფირცხელავა)  იმ წმინდანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც სასულიერო მოღვაწეობა ბოლშევიკური რეჟიმის დროს გადაწყვიტა.

დაიბადა 1923 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო,  სწავლობდა, ზუგდიდში, წალენჯიხაში, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიული  ფაკულტეტი.  1954წლის  26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა. მისი სულიერი მოძღვარი გიორგი მხეიძე  იყო.

ვასილ ფირცხელავა  ბოლშევიკური რეჟიმის დევნის მსხვერპლი გახდა. მისმა უარმა მონასტერი დაეტოვებინა  სისტემის საპასუხო აგრესია გამოიწვია.  ის  უსამართლობასთან ყოველთვის უკომპრომისოა –   ყაჩაღების თავდასხმის გამო ჯანმრთელობა დაუსუსტდა და 1960 წელს ბეთანიაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ზუმში.


მამა ბასილი და მისი მოძღვარი
არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)

მორჩილი აბრაამი, მამა ბასილი, მამა იოანე და მამა გიორგი

მამა ვასილ ფირცხალავა, წმინდა გიორგი-იოანე და მამა გაბრიელი.
მამა ბასილი

ზუმის ამაღლების ეკლესია

ზუმი ფბ

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.