ბლიც-ინტერვიუ გოგა გოგუასთან

ანსამბლ მარდუქის” გვერდზე გაზიარებული ბლიც-ინტერვიუ

მოიწონეთ მათი გვერდი

1️⃣ სახელი, გვარი?
გოგა გოგუა
2️⃣ რამდენი წლის ხარ?
17 წლის
3️⃣ რამდენი წელია რაც ცეკვაზე დადიხარ?
9 წელი 🤙
4️⃣ რა არის ცეკვა შენთვის? ♥️
ყველაფერი…


5️⃣ რა გრძნობა დაგეუფლა როდესაც სცენაზე პირველად გამოხვედი?
მაგ მომენტში სახის ბედნიერ გამომეტყველებას ვერ აკონტროლებ, სხეული გითრთის სიამოვნებისგან, გული იმდენად სწრაფად გიცემს, რომ დოლის რიტმი ვეღარ ეწევა, გონება კი მიწიერი აღარ გაქვს…💥💢 
6️⃣ ვინ არის შენი საყვარელი მოცეკვავე?
თანამედროვე მოცეკვავეებიდან ბაჩანა ჭანტურია ❤
7️⃣ აპირებ ცეკვა გახადო შენი ცხოვრების ნაწილი?
ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა მაშინ, როცა პირველად შევაბიჯე ფეხი სარეპეტიციო დარბაზში.🤗

გოგა გოგუა


8️⃣ რომელია შენი საყვარელი ცეკვა?
ძნელია ქართული ცეკვებიდან ამოირჩიო ერთ-ერთი, მაგრამ მთიულურის ცეკვის დროს თავს სხვა სამყაროში ვგრძნობ. 🥰
9️⃣ რა მიზნები გაქვთ როგორც მოცეკვავეს?
დრო გვიჩვენებს ყველაფერს…💫
1️⃣0️⃣ დაასრულე: რომ არა ცეკვა..
მარტო ცეკვას ვუყვარვარ… მხოლოდ მას ესმის ჩემი უსიტყვოდ, მუდამ ჩემთან არის და ყოველგვარი პირობების გარეშე მემორჩილება… ის ჩემია, მე კი მისი… ჩვენ არასოდეს ვჩხუბობთ. ასე რომ ცეკვის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. 😊 ♥️

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან