ყველა ცეკვა მნიშვნელოვანია და მომწონს,მაგრამ მთიულურს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემში.
1️⃣ სახელი, გვარი?
გიორგი ჯიქია.
2️⃣ რამდენი წლის ხარ?
15 წლის.
3️⃣ რამდენი წელია რაც ცეკვაზე დადიხარ?
მეათე წელია 🤗
4️⃣ რა არის ცეკვა შენთვის? ♥️
ცეკვა ჩემთვის სიამაყეა 🥰
5️⃣ რა გრძნობა დაგეუფლა როდესაც სცენაზე პირველად გამოხვედი?
როცა სცენაზე პირველად გამოვედი 5 წლის ვიყავი, არც კი ვიცოდა რა ხდებოდა როცა გულისცემა ამიჩქარდა,მაგრამ ბოლოს როცა დამთავრდა და ტაში დამიკრეს სიამაყის და სიხარულის გრძნობა დამეუფლა. 🤗
6️⃣ ვინ არის შენი საყვარელი მოცეკვავე?
ილია სვიანაიძე. ❤️
7️⃣ აპირებ ცეკვა გახადო შენი ცხოვრების ნაწილი?
ცეკვა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. 🤗
8️⃣ რომელია შენი საყვარელი ცეკვა?
ყველა ცეკვა მნიშვნელოვანია და მომწონს,მაგრამ მთიულურს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემში.💥
9️⃣ რა მიზნები გაქვთ როგორც მოცეკვავეს?
როგორც მოცეკვავეს ბევრი მიზანი მაქვს და ვცდილობ ეს მიზნები შევასრულო.🥰
1️⃣0️⃣ დაასრულე: რომ არა ცეკვა..
ის სიამოვნება დამაკლდებოდა,რაც ცეკვისგან მივიღე.