ვაგრძელებთ ვალერიან ახალიას წერილს “ახუთი და ახუთელები”
წინა ნაწილი იხილეთ
1924წლის აჯანყება და ბოლშევიკური რეპრესიები
1924 წლის ცნობილი აჯანყების ერთ-ერთი მოთავე ახუთელი ვალოდია შუბლაძე იყო. იგი აჯანყების ჩხოროწყუს პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. მისმა რაზმა დაიკავა ახუთი, გარახა და ჩხოროწყუში დაბანაკებულ ბოლშევიკებს შეუტია. აჯანყებულებს ძალაუფლება სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ. დამარცხების შემდეგ დაკავებულთა შორის ვალოდიაც აღმოჩნდა. ის შეიწყალეს ე.წ ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ
20-იან და 30-იან წლებში მრავალი ახუთელი იყო რეპრესირებული. ესენია: ფილიპე ასმავა, ისლამი და მიშა ბარამიები, ისაკ ბერულავა, უშანგი გერსამია, ბიჭიკო გოგინავა, ალექსანდრე დგებუაძე, ნიკოლოზ ზოდელავა, გრიგოლ თოდუა, მამა ამბროსი, კუხალაშვილი, გიორგი მამულია, სანდრო სანაია, ვლადიმერ, თომა, ანდრია ჩაქა საჯაიები , ვლადიმერ შელეგია, გაბრიელ ჩიტაია, იოსებ, ყარა, პილა, ეპი, ილია, სვიმონ, გუჯუ, ერმინე, პლატონ ჯალაღონიები, მარო ჯიქია.
რეპრესირებულთა დიდი ნაწილი უკან არ დაბრუნებულა.
მეორე მსოფლიო ომი
ახუთს დიდი უბედურება აგრეთვე მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა. არმიაში 507 გაწვეულიდან 267 არ დაბრუნებულა. 1942 წლის ნოემბერში კავკასიის დაცვისათვის ბრძოლაში , ორჯონიკიძის მისადგომებთან დაიღუპა 37 წლის გენერალ-ლეიტენანტი ანდრია ზოდელავა . იგი ომამადე სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ახუთში მრავალი ოჯახია , სადაც სამი და ოთხი შინმოუსვლელია. . ომში მამაცობისთვის 124 ახუთელი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით, მათ რიგებიდან გამოირჩევიან : კაპიტონ ახალაია, , ბაგრატ ბებია, სანდრო გოგია, გუია გერსამია, დავით, აკაკი შალვა, არტემინ ვეკუა, ტარიელ თოდუა, შოთა ინჯგია, კალისტრატე კაკულია, დურუ ნაროუშვილი, გერმანე სანაია ვალერიან, ტრიფონ , არონ, დიმიტრი, იოსებ საჯაიები, ბორის ჟვანია, აკაკი პაპასკირი, გრიშა შელეგია, შალიკო შელია, დავით ჯიქია, სევერიანე, ანტონ, აკაკი, ბესა, დავით ჯალაღონიები. კოსმან , დათიკო, ილია ჩიტაიები, ალექსი ხურცილავა, დავით, მეგონა ჯიქიები და მრავალი სხვა. შინმოუსვლელთა უკვდავსაყოფად ახუთის ცენტრში აღმართულია ახუთელი მოქანდაკის კოტე ჟვანიას მიერ შესრულებული ჯარისკაცის ქანდაკება . მოწყობილია სტენდები, მემორიალური დაფები.
სოფლის მეურნეობა
ომამადე და ომის შემდეგ ახუთელებმა დიდი შრომა გაწიეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის
1929 წლიდან ჩამოყალიბდა მიწის კოლექტიურა დამამუშავებელი 7 ამხანაგობა, რომლის წევრები სოფელში შექმნილი სავეკუოს , ლეგერსამეს, საჩიტაიოს, პირველი და მეორე ახუთის კოლმეურნეობაში გაერთიანდნენ სავეკუოს უბანში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდნენ: კოლია ჯალაღონია და გერმანე ზოდელავა, საჩიტაიაოში გრიგოლ თოდუა და სპირიდონ ჩიტაია, ლეგერსამეში გრიშა გაბუნია, აკაკი და მაქსიმე ჯალაღონიები, შოთა მამფორია. აღსანიშნავია, რომ 1934 წლისათვის ახუთში არსებბდა მევენახეობის მეურნეობა “კოლხიდა” , აქაური კლიმატი და ნიადაგი საშუალებას იძლეოდა , რათა წარმოებულიყო მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო. 1935 წელს მეურნეობა კოლმეურნეობად გადაკეთდა და ჩამოყალიბდა ახუთის კოლმეურნეობა., რომელსაც ომის შემდგომ წლებში შეუერთდა სავეკუოს, საჩიტაიოს, ლეგერამეს კოლმეურნეობები . ახუთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეეეი იყვნენ: ერასტო ჯიქია, ლავრენტი ჯალაღონია, აკაკი დემურია, გერმანე სანაია, მურმან ჯალაღონია, კოტე სიჭინავა, ზურაბ გერსამია. მეორე ახუთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ: კოსტა, არტემონ ჯალაღონიები, ვლადიმერ ჩიტაია , დავით გულია, ავთანდილ ჯიქიები, გრიგოლ, გენო ჯალაღონიები , ზურაბ ჯიქია.
ახუთის კოლმეურნეობების ძირითადი მიმართულება მეჩაიობა , მარცვლეული კულტურების წარმოება და მეცხოველეობა იყო. ამასთან მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ყურძნის, ხილისა და ტუნგოს წარმოებას. მოსახლეობაში სათანადო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურეს ცნობილმა ახუთელებმა. შეგახსენებთ მათ: გუნარა ჩიტაია, ფაცია ჯალაღონია, ჟუჟუნა ჯიქია, მზისადარ კაკულია, ლამარა ადონია, როზა სანაია, დურუ და ვენია ბოკუჩავები, კოლია საჯაია, ალექსანდრე ჯალაღონია, დანიელ ჯიქია, ჯემალ ვეკუა, დიმიტრი საჯაია , დავით გოგია , სერიოჟა, ბაჩო კაჭარავები, ნონა სვანიძე და სხვები.
განათლება
საინტერესო ისტორია აქვს ახუთში განათლებას. აქ 1877 წელს გაიხსნა ვაჟთა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც მალე ორკლასიანი გახდა. სკოლის დაარსების ინიციატორები იყვნენ ახუთელი ანტონ პაპასკირი და კურზუელი სასულიერო პირი დიმიტრი ბერულავა. შემდგომ წლებში სკოლას ეწოდებოდა ახუთის სამრევლო სკოლა, დაწყებითი სკოლა, რვაწლიანი მთლიანი შრომის სკოლა და სვიდწლიანი შრომის სკოლა. . 1933 წლიდან იგი საშუალო სკოლა გახდა. 1879 წლის 23 თებერვლის გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა გურულ-მეგრელის ფსევდონიმით წერილი “ახუთის სკოლის დაარსება” სადაც ნათქვამია ” დიდი სასიამოვნო ამბავია სამღებროებისათის სკოლის დაარსებადა ბედნიერიც არიან . დიდი მადლობა მამა ანტონ პაპასქირს, რომელმაც თავი გაწირა ამ საქმისთვის. “1879 წელს ახუთის სკოლა ცეცხლისგან განადგურებულა, მაგრამ მოსახლეობამ შეგროვებული თანხებით და დირექტორის დიმიტრი ბულიას თაოსნობით იგი მალე აღდგენიათ. უკვე 1889 წლისათვის სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხებოდა. ახუთის მცხოვრებთა შორის წამოიჭრა საკითხი ქალთა დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ. ამაზე სთხოვეს მთავრბას და 1900 წელს გაიხსნა ქალთა ერთწლიანი სკოლა. 1903 წელს სკოლაში 6 მოსწავლე ირიცხებოდა, 1914 წელს 57 მოსწავლე და 2 მასწავლებელი.
ახუთის სკოლის გამგეებად და დირექტორებად სხვადასხვა დროს უმუშავიათ: დიმიტრი ბერულავას, სერგო ჭანტურიას, სოგრატ ძიმისტარაშვილს, ლიდია პაპასქირს, ანდრონიკო ჯოხთაბერიძეს, დავით ტარას ქებურიას, ლავრენტი გამსახურდიას, იროდ კაციას, ბორის ქარჩავას, მამია ნარსიას, ნუგზარ საჯაიას, სულხან ჯიჯელავას.
ღვაწლმოსილი პედაგოგები: ავქსენტი, გიორგი ძიმისტარაშვილები, დავით ვეკუა, ნანა დადიანი, , სიმა ახალაია, ნინო საჯაია, გუია , ემელო ნაროუშვილები, კალისტრატე კაკულია, ომარ და ვარლამ გაბედავები, ეთერ თოდუა, ჟორა საჯაია, და მრავალი სხვა.
1920 წელს მეორე ახუთში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც ჯერ შვიდწლიანი , შემდეგ რვაწლიანი გახდა. ომის სემდეგ წლებში სკოლის დირექტორებად მუშაობდნენ გრიშა, რადიონ, დიანოზ ჯალაღონიები, აკაკი ბულია, თენგიზ ჯალაღონია.
ასევე არსებობს ბაგა-ბაღები
სამედიცინო სფერო
რაიონში ერთ-ერთი პირველი აფთიაქი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ახუთში გაიხსნა. პოლონელი ფარმაცევტის ვლადიმერ ვოლსკის მიერ. სადაც წლების განმავლობაში მისი სვილიშვილი ჟუნა ქარჩავა მუშაობდა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში გაიხსნა სოფლის საფრშლო პუნქტი, რომელიც საექიმო უბნად გადაკეთდა, ხოლო ომის სემდეგ კი 25 კაციანი საავადმყოფო გაიხსნა. დიდი წვლილი მიუძღვით გერმანე სანაიასა და დათიკო ჯალაღონიას.
1934 წლისატვის სოფელში არსებობდა ორი ქოხსამკითხველო. შემდგომ წლებში გაიხსნა კლუბი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკები , სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჟორა საჯაიას ხელმძღვანელობით.
ცნობილი ახუთელები
ახუთიდანაა ცნობილი მწვრთნელი გერონტი მამფორია.
ცნობილი ახუთელები: ლიდია პაპასქირი, კავშირგაბმულობის მუშაკი თინა ინჯგია,მატემატიკოსი ნიკოლოზ ვეკუა, პროფესორი კირილე ვეკუა,აკადემიკოსი ილია ვეკუა, პროფესორი აკაკი ვეკუა, პროფესორი ლეო ვეკუა, საქართველოს კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი მამია ზოდელავა, , ვლადიმერ გერსამია, იონა ჯღარკავა, გიორგი შუბლაძე, შალვა შელეგია , გალაქტიონ გერსამია, ვასო კაკულია, მურმან ქუთელია, მერაბ კოსტავას დედა ოლღა დემურია , მწერალი იასონ გერსამია, დამიანე ჯიჯელავა, გობრონ ჯოხთაბერიძე, ინდიკო კუხალეიშვილი, ვალოდია კუხალეიშვილი, ვალოდია დემურია ომარ ჩიტაია, მურმან ჯალაღონია და სხვები .
ახუთიდანაა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ბიზნესმენი დალი ჩიტაია, მოქანდაკე კოტე ჟვანია, მხატვარი დემურ ანთია
ვალერიან ახალიას ინფორმაციების მიხედვით