ახალი საექიმო ამბულატორიები

ნჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – ნაფიჩხოვოში,თაიაში,ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში ახალი საექიმო ამბულატორიები აშენდება.

სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ თაიასა და ნაფიჩხოვოში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ. ამბულატორიების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყელს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს თაიაში, ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ,,თენგო+“ ხოლო, ზუმსა და ნაკიანში ინდ.მეწარმე ბესიკ ჩოკორაია ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში