ახალგაზრდული დღეები 2020 დაიწყო

ჩხოროწყუში ახალგაზრდული დღეები ტრადიციული სანახაობაა, რომელიც უკვე წლებია ტარდება და ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებიან. წელს პანდემიის გამო დიდი პრობლემებია და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი ჩატარება. ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი მონდომებით მოკრძალებული სახით, მაგრამ ღონისძიება დაიწყო

ღონისძიების მონაწილეები

სხვა სირთულეებთან ერთად წვიმაც დიდ პრობლემად იქცა. ორგანიზატორები ნერვიულობდნენ, თუმცა განწყობა მაინც პოზიტიური ქონდათ.

ერთი საათით ადრე ჩვენს ფბ გვერდზე ანონსი გავუშვით.

დათო ბელქანია შარშან გამარჯვებულ გუნდ “ლუის” წევრი იყო. წელს მეგობრებთან ერთად ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს. წვიმა მონაწილეებს და ინიციატორებს არ აფრთხობთ და ცუდი ამინდის მიუხედავად მაყურებლები მაინც მოვიდნენ.

წვიმის დროს დარბაზში გადანაცვლება განიხილებოდა. 5 მონაწილე გუნდი კულტურის სასახლის ფოიეში შეიკრიბა.

წვიმამ საბედნიეროდ გადაიღო და ახალგაზრდულმა დღეებმაც სტარტი აიღო

წამყვანი და ორგანიზატორი მთელი საღამოს განმავლობაში მაყურებელთა ჩართულობის გაზრდას წარმატებით ცდილობდა.

რამდენიმე ტური უკვე შედგა. ტრადიციული კონკურსებიც ჩატარდა. პომპეზურობა აკლია ,მაგრამ ორგანიზატორების წყალობით ჩხოროწყუ რამდენიმე დღით ახალგაზრდულ ქალაქად იქცა.

პანდემიის და დრამატული ტრაგედიების ფონზე ახალგაზრდობის გართობა და შემეცნებითი კონკურსები სავალდებულოა, რადგან ჩხოროწყუს პოზიტივი აუცილებლად ესაჭიროება. ღონისძიების მსვლელობას შესაძლებლობის ფარგლებში მომავალშიც გავაშუქებთ

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში