არსენ გულუა ხაბუმეს სკოლის დაფუძნების შესახებ

წერილი მერი ( კეკე) არსენის ასულმა გულუამ მოგვაწოდა. სტილი დაცულია

დაწერილია მამაჩემის, არსენ ესტატეს ძე გულუას მიერ,რომელიც 1930 წლიდან, ნახევარ საუკუნეზე

მეტ ხანს იყო ხაბუმის საშუალო სკოლის პედაგოგი და პირნათლად ემასახურებოდა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს.

   სანამ უშუალოდ სკოლის დაარსების ისტორიას გავეცნობით, მოკლედ განვიხილოთ თვით სოფელ ხაბუმის დაარსების ისტორია.

ჟურნალისტი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და მწერალი,  ბატონი მამანტი კვირტია, ტოპონიმების განხილვისას, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეზე წერს, რომ ხაბუმე, როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული,       მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იხსენიება, მას შემდეგ, როცა აქ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის  უმცროსმა ძმამ- კონსტანტინემ  (წიწა)მ საზაფხულო სასახლე ააგო, მას ექიმებმა ურჩიეს, რომ მდინარისა და მთის შეზავებული ჰაერი მეტად სასარგებლო იყო ჯანმრთელობისათვის და მანაც შეარჩია საუცხოო ადგილი და ააგო სამსართულიანი მშვენიერი სასახლე (დოხორე). ხოლო ჩხოროწყუ-მუხურის შარა-გზა გაჭრა ნაჯაგუს (დღევანდელი მოიდანახე) ხევისთავმა, ილიკო დადიანმა.  

კონსტანტინე დადიანი

გზის გაჭრის საჭიროება გამოიწვია ლუგელას ხეობაში საექსპორტო ბზის ხის დამზადებამ, რომელიც ფოთის ნავსადგურიდან თურქეთს იგზავნებოდა. წიწას სასახლის მშენებლობამ მრავალი მუშახელი ხელოსანი მიიზიდა ამ ადგილისაკენ, რომელიც მაშინ უკაცური იყო, დაფარული მურყანისა და ხემყრალას ტყით. დადიანი მუშებსა და ხელოსნებს უნაწილებდა ამ ადგილებს და ხელს უწყობდა მათ დასახლებაში. ჭოღელი გიგო ცქვიტაიასა და შარდენ შენგელიას შთამომავალნი იმ დროისთვის პირველ ვაჭრებად და ხელოსნებად ითვლებოდნენ.

ილია დადიანი

მანამდე, დღევანდელი ხაბუმის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ნაჯაგუს (მოიდანახეს) ხევს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთი ნაწილი ჭოღაზე (ჟუღუ) იყო მიწერილი . დასავლეთით-ჯუმითი ცალკე სოფლად ითვლებოდა, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი მუხურში შედიოდა.

ახლა კი გავეცნოთ სკოლისა და ტექნიკუმის ხაბუმეში დაარსების ისტორიას.

ჩვენი დროის მოსახლეობისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ 1930-იან წლებამდე მოსახლეობის 80%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. სოფელში ერთეული პირები კითხულობდნენ გაზეთს, რომელიც უშუალო მისამართით ეგზავნებოდა მკითხველს.

ხაბუმეში პირველი სკოლა დაარსებულია 1919 წელს, რომელიც წარმოადგენდა უფრო სკოლის ჩანასახს.

ამ სკოლას მეც მოვსწრებივარ. სოფლის ცენტრიდან 200-დე მეტრის დაშორებით, სადაც ახლა სასაფლაოა, იდგა პატარა ქოხი, აქ 10-15 ბავშვი სწავლობდა წერა-კითხვას. შემდეგ, ოციანი წლების დასაწყისში, გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც შენობის უქონლობის გამო, მოთავსებული იყო კოსტა შენგელიას სახლში, რომლის გამგე იყო კიევის უნივერსიტეტ დამთავრებული სამსონ გიგოს ძე გახარია. ამ სკოლის როლი ძალიან შეზღუდული იყო. იგი მალე გაქრა.

კონსტანტინე შენგელია მეუღლესთან ერთად

არსებობდა აგრეთვე ჯუმითის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, VI სასწავლო კურსით, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა ამ სასწავლებელშიც მცირე იყო.

1923 წელს, სოფლის აქტივის – პეტრე გულუას,მელიტონ ჩიქოვანის და ანტონ საბახტარაშვილის

თაოსნობით, სოფელ ხაბუმეში მოვლინებულ იქნა საქართველოს სახალხო კომისარიატის კომისია, რომელმაც მიზანშეწონილად სცნო ხაბუმეში სკოლის გახსნა. სკოლისათვის მატერილაური ბაზა, უპირველესად, სასკოლო შენობის გამონახვა სოფლად შეუძლებელი იყო.

ამ დროს ხაბუმეში იყო დადიანების სასახლე (დოხორე), სამსართულიანი შენობა, არაჩვეულებრივად ლამაზი ნაგები.

დადიანების სახლი

პირველი სართული ქვისგან იყო ნაგები, მეორე და მესამე სართული აშენებული იყო უთხოვარის ხისგან დამზადებული მასალით, ამასთან ოთახები მოპირკეთებული იყო საფრანგეთიდან ჩამოტანილი საუცხოო ფილებით. დაახლოებით 40სმ x 50სმ ზომის რომბისებური ფილებით. სასახლეს ჰქონდა არაჩვეულებრივად მოჩუქურთმებული მაღალი კარები. სამივე სართულის ყველა ოთახს ჰქონდა ბუხარი. ეს სასახლე 4 ჰექტარი მიწით , საუცხოო ხეხილი ბაღითა და ბუნებრივი წყაროთი, მისმა უკანასკნელმა პატრონმა, ილია დადიანმა, დიდი სიყვარულით, გადასცა სოფელს სკოლისათვის. სწორედ, ამან განაპირობა ხაბუმეში სკოლის გახსნა, როემლიც იყო პირველი სკოლა ზემო სამეგრელოში. ხაბუმელებმაც იყოჩაღეს და ადგილობრივი ძალებით სკოლისათვის დაამზადეს დგამ-ავეჯი. ამ სკოლაში სწავლობდნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ზუგდიდისა და სენაკის ახლომდებარე სოფლების მშრომელთა შვილები.

კარგი რამ იყო სკოლის კარ-მიდამო. 4 ჰექტრამდე მიწა, საუკუნოვანი კაკლის ხეები, მაგნოლიები, ბუნებრივი წყარო, რომლის პირას იდგა საუკონოვანი ჭადრის ხე, ხეხილის საუცხოო ბაღი, გაშენებული ნახევარ ჰექტარამდე ტერიტორიაზე,სადაც მაქერობიდან დაწყებული დეკემბრამდე გამოულეველი იყო მსხალი. აქ ხარობდა მსხლის თითქმის ყველა ჯიშის ხე, იყო საფრანგეთიდან ჩამოტანილი იშვიათი ჯიშის მსხლის ხეებიც. ამ ბაღით სარგებლობდნენ არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ ახლო მცხოვრები მოსახლეობაც. ყველაფერი ეს ილია დადიანმა გადასცა სოფელს, თვითონ ამ შენობაში  მას ჰქონდა მესამე სართულზე ორი ოთახი და იქ ცხოვრობდა.

სასახლეს აღმოსავლეთით გადის მთავარი გზატკეცილი, დასავლეთით-მდინარე ხობისწყალი. შემდეგ მოსწავლეებმა დარგეს წიწვოვანი ხეები და სკოლის ეზო წალკოტად იქცა.

სკოლის პირველ დირექტორად დაინიშნა სკოლის შენობის პატრონი, პეტერბურგის უნივერსიტეტ დამთავრებული, დიდად განვითარებული და თავის სოფელზე უზომიდ შეყვარებული პიროვნება – ილია დადიანი. დირექტორის მოადგილეებად მუშაობდნენ ლავრენტი ფირცხელავა ჩხოროწყუდან, ალექსანდრე ქირია ზუგდიდიდან.

1927 წლიდან ხაბუმის საშუალო სკოლას ჰქონდა აგრონომიული განხრა. სპეციალური საგნების სწავლებას ხელმძღვანელობდა ჩვენი რაიონის საამაყო ადამიანი, ქუთაისის სასოფლო – სამეურნეო ტექნიკუმის კურსდამთავრებული, შემდეგში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იშვიათი ენერგიის მქონე, შესანიშნავი პედაგოგი  ფ ი ლ ი პ ე   მ ა მ ფ ო რ ი ა.

სკოლა არა მარტო საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებს ამზადებდა, არამედ სკოლის პედკოლექტივი და უფროსი კლასის მოსწავლეები დიდ მუშაობას ეწეოდნენ სოფლად წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და კულტურის სხვადასხვა დარგების აღმავლობის საქმეში.

ხაბუმის საშუალო სკოლის დირექტორები იყვნენ:

  • ილია დადიანი
  • სანდრო დადიანი
  • დავით მაჭავარიანი
  • კაპიტონ შენგელია
  • გრიგოლ თოდუა
  • შალვა ბერულავა
  • არსენ გულუა
  • ლავრენტი ფირცხელავა
  • ალექსანდერ ქირია
  • არსენ ვეკუა
  • დათიკო გულუა
  • მაქსიმე ჯალაღონია
  • ნადია ჯანელიძე
  • კალისტრატე ჯალაღონია
  • ილია ახალაია
  • ალიოშა ბერაძე
  • მელიტონ ვეკუა
  • სარდიონ ბებია
  • ბაგრატ ჩალიგავა
  • ლუდა გორდულაძე
  • ვასო ვეკუა

      1926-1928 წლებში ხაბუმის საშუალო სკოლაში, სხვა სკოლიდან მოსული, ჩემი თანაკლასელები ივნენ:

    ჩხოროწყუდან:            ახალაია არსენა

                                           გობეჩია აკაკი

                                           ნაჭყებია იასონი

                                           ესართია ვლადიმერი

                                           ხორავა ვარლამი

                                           პაპასქირი ხარიტონი

   ლესიჭინედან:               სიჭინავა მარინე

ახუთიდან :                    ჯინჯოლავა ბარნაბა

ჭოღა-ნაფიჩხოვოდან:  შენგელია ლენა

                                            ფაცაცია ელპიდე

                                            ჯოხთაბერიძე თამარი

                                            ქობალია ბაგრატი

    მუხურიდან:                გახარია ალქსანდრე

                                           ცირდავა პროკოფი

                                           ცირდავა გიორგი

   ზუმიდან:                      ჩარკვიანი ლუბა

                                           შოგირაძე გიორგი

   წალენჯიხიდან:           ზარქუა ვასო

                                            კაკაჩია ივანე

                                            გედენიძე ბესარიონი

                                            აკობია აკაკი

                                            გეთია ნიკოლოზი

                                            უბილავა თეოფანე

                                            ჩიქობავა მარუსია

                                            ჩიქობავა ქიონია

                                            კვარაცხელია ვალერიანე

                                            კვარაცხელია დუშა

   ყულისკარიდან:            გულუა ვარლამი

   კორცხელიდან:             ქობალია რაჟდენი

   მარტვილიდან:             კენჭაძე შალვა

      ხაბუმის სკოლადამთავრებულები იყვნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები:

  • ვახტანგ ვახანია
  • ვალერიან ქარჩავა
  • აკაკი ქარჩავა – დოცენტი
  • ვლადიმერ გულუა – ქუთაისის პედინსტიტუტის პროფესორი

     ზუგდიდის მაზრის, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ისტორია ნაკლებადაა  ცნობილი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. ზოგჯერ ჩვენს რაიონულ გაზეთშიც არაზუსტი ინფორმაცია გვხვდება,    გამონაკლისია,        ალ. ქვარცხავას წერილი ,,ნ. ესებუა ხაბუმეში“, რომელშიც  საინტერესოდაა მოცემული ცნობა, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის, ფილიპე მამფორიას, სპორტული გამარჯვების შესახებ, რომლის მოწმე მეც ვიყავი.

    1923-1930 წლებში, ხაბუმის საშუალო სკოლის შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ ამ პერიოდში, ხაბუმის საშუალო სკოლა ექვემდებარებოდა ზუგდიდის მაზრის განათლების განყოფილებას და  საქართველოს სახალსო კომისარიატს. ცხადია ყოველგვარი მასალები იგზავნებოდა აღნიშნულ მისამართებზე, რის გამოც ჩვენთან მწირი ინფორმაციებია.

      დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის სწრაფი განვითარებისა და ამ დარგის კადრებზე დიდი მოთხოვნილების შესაბამისად, სოფელ ხაბუმის საშუალო სკოლის ბაზაზე 1930 წელს გაიხსნა ჩაისა და სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურების  სრულიად საკავშირო ტექნიკუმი, რომელსაც ორი დაქვემდებარება ჰქონდა: თბილისში, საკავშირო ტრესტ ,,საქართველო ჩაის“ სამმართველოსთან და მოსკოვის მიწსახკომის სუპტროპიკულ სამმართველოსთან. ეს იყო პირველი ტექნიკუმი ზემო სამეგრელოში. ხაბუმეში გაიხსნა პირველი სკოლა და პირველი ტექნიკუმი. ყოველივე ეს განაპირობა ხაბუმეში მატერიალური ბაზის არსებობამ – ილია დადიანის მიერ სოფლისათვის თავისი კუთვნილი სახლის გადაცემამ.

    ჩაის ნედლეულის სამრეწველო გადამუშავების კადრებზე მოთხოვნილების შესაბამისად, 1941 წლიდან ტექნიკუმს შეეცვალა პროფილი და ეწოდა ,,ჩაის ტექნოლოგიური ტექნიკუმი“, რომელიც ჩაის ტექნოლოგიებს ამზადებდა ფაბრიკებისათვის.

    ხაბუმის ჩაის  ტექნოლოგიური ტექნიკუმის დირექტორად მუშაობდნენ:

  • დავით მაჭავარიანი
  • იაკიმე კარტოზია
  • იოანე ფირცხელავა

   დირექტორის მოადგილედ მუშაობდნენ:

  • გრიგოლ ბებია
  • ანტიფო ჭეჟია
  • არსენ გულუა
  • შოთა ჩხეიძე

გაგაცნობთ ტექნიკუმის პირველი გამოშვების არასრულ სიას:

  • ხუნტუა შალვა
  • უბირია კოსმანი
  • სიჭინავა ეფრემი
  • კაკულია ვარლამი
  • გულუა ვალერიანე
  • ქარჩავა ჟენია
  • შენგელია დოროთე
  • სიჭინავა ირაკლი
  • ჩიქოვანი იროდა
  • შენგელია ნინა
  • ნაჭყებია ანასტასია
  • პაპავა გრიგოლი
  • ცირდავა ვალოდია
  • მოლაშხია ლიდია
  • მოლაშხია ეფრო
  • კვარაცხელია კაპიტონი
  • ლუკავა ვარლამი
  • ქვარცხავა ათანასა.

   1941 წელს ტექნიკუმი ხაბუმიდან გადატანილ იქნა ჩხოროწყუში. 1954 წელს ტექნიკუმი  ჩხოროწყუდან ,, გადაასახლეს“ ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც გადაინაცვლა ინგირის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. შემდეგ, 1973 წელს, მეორედ შეიცვალა ადგილსამყოფელი და ახალმოსახლეობა იზეიმა ენგურჰესის მშენებლების მიერ სპეციალურად აშენებულ ოთხსართულიან შენობაში, ზუგდიდში სოხუმის ქუჩა №1 და ეწოდა ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმი. 1980 წელს ტექნიკუმს, რომლის დირექტორი იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი ვალიკო შონია, მისმა დირექციამ გადაუხადა 50 წლის იუბილე. 1000 ცალი ტირაჟით სპეციალურ საიუბილეო გამოცემაში სრულყოფილად არის ასახული ტექნიკუმის ისტორია ხაბუმეში მისი დაარსებიდან დღემდე.

   ზემო სამეგრელოს, ხაბუმის პირველი ტექნიკუმი მთელი სამეგრელოს ტექნიკუმად იქცა, სადაც 12 რაიონის ახალგაზრდები ეუფლებოდა 8 სხვადასხვა სპეციალობას.

   ტექნიკუმმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

                                                                ა რ ს ე ნ    ე ს ტ ა ტ ე ს    ძ ე გ  უ   ლ  უ  ა

                                                               სოფელი ხაბუმე, 1985 წელი.

ბ ო ლ ო თ ქ მ ა

მერი (კეკე) გულუა

ხაბუმის საჯარო სკოლის პედაგოგი

         ქვეყნის განათლების განვითარებისა და წინსვლის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ხაბუმის საშუალო სკოლამ, რომელიც ტრადიციულად მოწინავეთა რიგებშია მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში. ხაბუმის საშუალო სკოლას, რომელიც დაარსდა 1923 წელს და რომელიც არის ზემო სამეგრელოში პირველი სკოლა, დღესაც  მისი დირექტორის, ქალბატონ ფატიმა შენგელიას ხელმძღვანელობით და სასწავლო ნაწილის გამგის მზევინარ სიჭინავას ზრუნვითა და თანადგომით, საპატიო ადგილი უჭირავს განათლების სისტემაში.

         დადიანისეული სკოლის უნიკალური, არაჩვეულებრივად ლამაზი სასახლე, რომელიც აგებული იყო უთხოვარის ხის მასალისაგან, საუკუნეების მანძილზე იქნებოდა, როგორც წარსულის მოწმე და რელიქვია, მაგრამ განუკითხაობის წლებში სამწუხაროდ გაანადგურეს. ისარგებლეს იმათ, ვისაც ხელეწიფებოდათ და ეს ძვირფასი, მრავალი თაობის აღმზრდელი სკოლის შენობა დაშალეს და წაიღეს. სკოლის უნიკალური შენობის არავითარი ნივთიერი ნაშთი არ არსებობს. გაჩეხეს ასწლოვანი კაკლის ხეები, ხეხილის ბაღი. მოსახლეობას თავიანთი შვილების აღმზრდელი სკოლის შენობაზე ხელი არ წასცდენიათ.

        წყაროსთან მდგარი ჭადრის ხე გადაჭრეს, წყარო დაიკარგა. წლების მერე, როცა გადაჭრილმა ჭადარმა ტოტები გამოისხა, მოსახლეობა წყაროს ვერ შეელია და გულისტკივილით ამოთხარეს იქვე ახლოს მიწა, თითქოს  იპოვეს მისი ნაშთი, გამოიყვანეს სადინარით, მაგრამ ის მჩქეფარე წყარო არ არის.

        სკოლის პირველ დირექტორს, პეტერბურგის უნივერსიტეტ დამთავრებულს, დიდად განათლებულ და თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს – ილია დადიანს, რომლის მიერ ნაჩუქარ სასახლეში დაირწა პირველი აკვანი მშობელთა შვილების სწავლა-აღზრდისა, არ დასცალდა ხანგრძლივად ემსახურა სკოლისათვის. მას უკურნებელი სენი შეეყარა. ის გარდაიცვალა თბილისის საავადმყოფოში.

        მისი ანდერძის თანახმად, ის ჩამოასვენეს და დაასაფლავეს ხაბუმეში, ცენტრიდან 2 კმ-ის დაშორებით ჭოღის გზაზე, ეწერის სასაფლაოზე, მისი აღმზრდელების გვადი და პარა შენგელიების გვერდით. 

ილია დადიანი არ დაოჯახებულა, უშვილ-ძიროდ წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ დატოვა სიკეთე, სახელი და ადამიანობა, რომელიც მუდამ უნდა იხსენიებოდეს ხაბუმის საშუალო სკოლის პედკოლექტივის, მისი მოსწავლეების და მთელი სოფლის მოსახლეობის მიერ. მაგრამ ბედის ირონია არ არის, რომ ახლა მოსახლეობას არ ახსოვს ილია დადიანის სახელი, არც მოსწავლეებმა იციან ვის ეზოში იზრდებიან. ვინც სკოლის ისტორია იცის, ისინი თითზე ჩამოსათვლელიც არ არის, მალე თითებიც არ იქნება საჭირო მათ ჩამოსათვლელად.

          ხაბუმის საუკუნოვან საშუალო სკოლას 2023 წელს შეუსრულდება დაარსებიდან 100 წელი.

      სკოლა, რომლის კედლებში მისმა ღირსშესანიშნავმა პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამშობლოს აღუზარდა და უზრდის ასობით გამოჩენილ, უკვდავი სახელის ღირს ადამიანებს, უნდა გამოირჩეოდეს სკოლისადმი მიკუთვნებული სახელით, რომელიც დააფიქრებს ადამიანს მისი წარმოშობის ისტორიაზე.

     ჩავუფიქრდეთ სკოლის მიერ განვლილ გზას, მის წარსულს,

  ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“.  

წარსული მტკიცე საძირკველია, რომელზედაც დაშენდება მომავალი. ახალგაზრდობას მეცნიერებასთან ერთად ცხოვრებაც ვასწავლოთ, წინაპართა დაფასება ვასწავლოთ. რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით.

      მიუხედავად იმისა, სკოლამ საუკუნის მანძილზე აღზარდა  ბევრი უკვდავების ღირსი ადამიანი, ვფიქრობ, ქრისტიანულად და ადამიანურად სამართლიანია სკოლას მიენიჭოს, მისი პატრონის, პირველი დირექტორის ილია დადიანის სახელი. 

  განა ღმერთისა  და სინდისის წინაშე სამართლიანია გაქრეს სახელი იმ ადამიანისა, რომელმაც გზა მისცა განათლების დაბადებისა და განვითარების საქმეს ზემო სამეგრელოში?!

  განა მოსწავლეებმა არ უნდა იცოდნენ ვის მიწაზე იზრდებიან?!

  მოსახლეობამ უნდა დაივიწყოს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი სოფელს უანდერძა?!

        ვფიქრობ, უსამართლოდ არ ვმსჯელობ და ვინც გაიზიარებს ჩემს აზრს, დამეთანხმება ალბათ. იმედი მაქვს, ვისაც ხელეწიფება, ქრისტიანულად და ადამიანურად გადაწყვეტს სკოლისათვის სახელის მინიჭების საქმეს. ღვთისაგან დალოცვა და მადლი მას, ვინც ნათელს მოჰფენს და გააბრწყინებს ღირსეულად, ქვეყნად სიკეთის დამტოვებელს.

    მინდა მოგაწოდოთ ხაბუმის საშუალო სკოლაში სხვადსხვა დროს მოღვაწე მასწავლებლების არასრული სია:

არახამია ლიზა
ახალაია მზია
ბერულავა შალვა
ბაძაღუა-ბერულავა ლუბა
ბერულავა ნიკოლოზი
ბერულავა ევგენია (ბაცა)
ბერია ნორა
ბებია კარლო
გულუა პეტრე
გულუა არსენა
გულუა აკაკი
გახარია ვალენტინა
გახარია თეოფანე
გორდულაძე ღუდა
გორდულაძე ლუცია
გორდულაძე ლერი
გოროზია ინეზა
დადიანი გრიშა
დადიანი სანდრო
ვეკუა შოთა
ვახანია კოტე
ზედანია ნათელა
თითმერია მერი
კრილოვი ოთარი
კალანდია ლიდა
კაკაჩია კარლო
კაკულია ციური
ლემონჯავა ნაპოლეონი
ლემონჯავა ბუცა
ლემონჯავა ემილიანე
ლემონჯავა ისაკი
ლემონჯავა ლიდა
მანჯგალაძე ვიქტორი
პერტახია ამბაკო
პაპავა იულონი
როდონაია სამსონი
სიგუა იონა
სიგუა გულო
სიჭინავა ლოლა
სიჭინავა მარო
სიჭინავა ნონა
ფიჩხაია გოგოლი
ფიფია გული
ქუჩულორია ნათელა
ქარჩავა ჟენია
ქარჩავა შალვა
ქობალია დუშა
ქობალია ლუნა
ღვინჯილია გული
ღურწკაია აკაკი
ყალიჩავა ანტისა
ყალიჩავა ვარო
შენგელია-ჩიქობავა მარუსია
შენგელია პისტი
შენგელია ილუშა იაკოს ძე
შენგელია ლენა
შენგელია გუია
შენგელია დოდო
შენგელია შოთა ბაგრატის ძე
შენგელია შოთა როსტომის ძე
შენგელია ვარლამი ესტატეს ძე
შენგელია ვარლამი კიმოთიას ძე
შენგელია რეჯიბი
შენგელია ვაჟა კონდრატეს ძე
შენგელია ეთერი ვასილის ასული
შენგელია მანუჟა
შენგელია მედეა
შამბეშოვი ნარგიზა
შენგელია ოთარი
შენგელია გულადი
შენგელია რეზო
შოგირაძე მიშა
შოგირაძევალიკო
ჩიქოვანი კუკური
ჩიქოვანი ბედიშა
ჩიქოვანი ლამარა
ჩიქოვანი თინა
ცქვიტაია სანდრო
ცირამუა ლეონტი
წურწუმია ლიდა
წურწუმია კატუშა
ჭეჟია ამალია
ხარჩილავა თამაზი
ჯალაღონია დალი
ჯალაღონია ამირანი
ჯალაღონია ნაირა
ჯანაშია მარგო
ქარჩავა დომნიკა (საქმეთა მმართველი
ბოკუჩავა თინა (ბუღალტერი)
ყალიჩავა ლენა (პიონერ ხელმძღვანელი)
ყალიჩავა თინა (პიონერ ხელმძღვანელი)
ჯალაღონია ათანასე (სამნეო ნაწილის გამგე)

მ ე რ ი (კეკე)     გ უ ლ უ ა

                                          ხაბუმე

                                           2021 წელი.

Related posts

სფფს წარმომადგენელი ხაბუმეს სკოლას ეწვია

ჯუმითის საბავშვო ბაღში

სოფელი ხაბუმე სამოცდაათიან წლებში