აპოლონ ადონია- “უკვე აცივდა

უკვე აცივდა, თოვას აპირებს
და თვლემს კუთხეში ჩემი ნავთქურა,
მე ეს ამბავი სულ არ მაკვირვებს,
დღისით და ღამით ვანთებ ნათურას.


ისევ შორეულ ოცნებას მივსდევ,
უმთავრეს ვუხმობ, უმჯობეს ველი,
სულს თითო რამე ყოველთვის მივსებს
გასამხელი და თვალასახელი.

მე მზის იქითაც ვხედავდი ზოგჯერ
მზეს და მას ვთვლიდი მნათობმნათობად.
მე ნავთქურასაც ვზოგავდი ზოგჯერ
ზამთარში და მზის ხმები მათბობდა…
გადადიოდნენ გზად სახეები
გამოქარულნი ცივი ქარებით.
ითოშებოდნენ ბნელი დღეებით
გაუღებელი, მძიმე კარები.

მე მზის იქითაც ვხედავდი ზოგჯერ…


1960წ

Related posts

იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან

ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა

ინტერვიუ რეჟისორ დავით დარსალიასთან