აფხაზეთის მეათე სკოლისა და ქალბატონ სოფო გოგოხიას მოწვევით, ცნობილი მკვლევარი და ბლოგერი ალექსანდრე ელერდაშვილი ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის მეათე სკოლას ეწვია.
“ვეფხისტყაოსანი” დიდი ხანია მკვლევართა ინტერესის ობიექტშია. განიხილება მისი სხვადასხვა ასპექტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და ასტრონომიული მონაცემებია. ლექტორმა საკუთარი არგუმენტები დეტალურად განიხილა, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე მოსწავლეებს შოთა რუსთაველის პიროვნების იდენტიფიცირებისათვის საჭირო საინტერესო ცნობები განუმარტა.
მსმენელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მეცნიერის საყურადღებო საუბარი მნათობთა და პლანეტათა აღლუმის შესახებ, გამოყენებულ იქნა კომპიუტერული პროგრამები.
როგორც ქალბატონმა სოფო გოგოხიამ განგვიმარტა, სკოლაში შემდგომშიც ჩატარდება ამ ტიპის ღონისძიებანი, რასაც ჩვენი საიტი სიამოვნებით გააშუქებს.
ალექსანდრე ელერდაშვილის საჯარო ლექცია “დრო და სივრცე ვეფხისტყაოსანში” (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი)
აფხაზეთის მეათე სკოლის ფეისბუქ-გვერდი