ახუთელი ჟორა არახამია ძველი თაობის პროფესიონალი მზარეული იყო. გაჭირვებაში ყველა ოჯახს უანგაროდ ეხმარებოდა. წლებია კუხალაშვილების სახლს და წისქვილს უვლიდა.
ალეკომ მისი გარდაცვალება ემიგრაციაში გაიგო და თავისი აზრი გამოთქვა ,
უფრო ლამაზი იქნებოდა ალბათ სოფელი,
წისქვილს რომ ისევ ეფქვა საფქვავი,
ჭილოფის ქუდით დაგვხვედროდა კაცი ბოგასთან
და მოეყოლა ათასი წლის ძველი ამბავი…
ჩემს სოფელში ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებზეც ბევრი შეიძლება დაიწეროს, თვითონაც მოთხრობებს ჰგვანან ეს ადამიანები, ზოგი იმდენ სიბრძნესა და ანდაზას იტევს, გაგიკვირდებათ, მაგრამ მოთხრობებსაც აქვთ დასასრული, ეს ადამიანებიც ასე გვტოვებენ, თუმცა წასვლაც არის და წასვლაც, ისინი ერთ დიდ ცხოვრების წიგნში იყრიან თავს…
ჩემი ემიგრანტული სევდა კიდევ იმხელაა რომ რას მიხვდება კაცი, რთულია, როცა წამოსვლის წინ ემშვიდობები ადამიანებს და ჩამოსვლისას კი მათ ვეღარ შეხვდები…
ალეკო ნარსიას ინიციატივას ვუერთდებით და ვეცდებით საინტერესო ისტორიები გაგაცნოთ.