ტობა ტური გთავაზობთ

განათავსეთ რეკლამა

“ტობა ტური” გთავაზობთ 4 დღიან ტურს ტობავარჩხილის ულამაზეს ტბაზე.

ტური: „ქ.თბილისი-ს.მუხური-ცაშკიბულის ტობავარჩხილი-მუხური-თბილისი.
* ტურის ხანგრძლივობა 4 დღე შეზღუდული სატელეფონო კავშირით.

1. დღე : გავდივართ თბილისიდან დილის 6 საათზე ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის მიმართულებით(გასვლის ადგილი დაზუსტდება ჯგუფის შეკრების შემდეგ)მგზავრობის დრო – დაახლოებით 5 საათი. ამ დღეს გთავაზობ მცირე ექსკურია ქალაქ ჩხოროწყუში,დავათვალიერებთ ღირშესანიშნავ ადგილებს,მთელი დღის მანძილზე.

2.დღე: დილიდანვე მოსამზადებელი პერიოდი – 1 საათი. მგზავრობას ვიწყებთ სამ ხიდიანი ავტომანქანით ურალით მგზავრობის ხანგრძლივობა – 4-5 საათი. მონაკვეთის სიგრძე შეადგეს 40 კმ-ს (ის ზღ.დ 200მ-დან ვითარდება ზღ.დ 1900 მ-მდე).ურალის ბოლო წერტილამდე მისვლის შემდგომ ფეხით გასავლელი მანძილი – 250მ ბარგის გადაატანად დავიხმარიებთ ცხენებს. ვბანაკდებით ალპურ ზონაში, მეცხვარის ქოხთან, „ნათიფურუს“ მიდამოებში.(ზღვის დონიდან 3000მ). ვანთებთ კოცონს და დროს ვატარებთ შესანიშნავად თან თუ შესაძლებელი იქნება დააგემოვნებთ სამეგრელში ყველაზე განთქმულ კერძს ,,ელარჯს”!!!! :))


3.დღე: რაც შეიძლება ადრე „ვარბევთ“ ბანაკს(მცირედი წუწუნი მისაღებია:დ) და დავიძრებით ცაშკიბულის ტობავარჩხილის მიმართულებით. ფეხით სავალი ბილიკი – 8კმ. გზად გავივლით ულამაზეს ხეობასა და ალპურ მდელოებს. მოვინახულებთ მწყემსებსა და მათ ქოხს, შევჩერდებით მცირე ხნით, შემდგომ კი გზას ვავაგრძელებთ ტბის მიმართულებით. გზად შესაძლებელია ამინდის ცვლილება-გაუარესება. მაგრამ ნუ შევუშინდებით :დ ასევე გავივლით მარად თოვლიან ადგილებს, ზოგი ვისრიალებთ, ზოგი ვიგუნდავებთ, ზოგს ფეხი დაგვიცდება და ესე სიცილ-ხარხარით ჩავალთ ცაშკიბულის ნახსენებ ტბაზე. ამ დროისათვის უკვე ნანახით ემოციური ფონი არის საგრძნობლად მაღალი და ესეთ გარემოში ვშლით კარვებს და ვბანაკდებით. 😉 დღეს ვატარებთ ისე როგორ გაგვიხარდება. გაიმართება სხვადასხვა თამაშები „სამეფო კარის თამაშობანი” და ა.შ ‘ 😉


4.დღე:უკვე გადაჩვეულზე ისევ გვიწევს დილით ადრიანად წამოხტომა, (წუწუნი მისაღებია რა თქმა უნდა :დ), აბარგება და მსვლელობის დაწყება კვლავ უკან განვლილი მიმართულებით ;)) ჩვენ თავს ამოვყოფთ ს.მუხურში სადაც დაგვხვდება მიკრო ავტობუსი. განვიტვირთებით, მოვეშვებით გავიხარებთ ამ დაუვიწყარი დღეებით და გამოვეშურებით უკან თბილისისკენ. ;))
რა დაგჭირდებათ:!!!!
1)საწვიმარი
2)თბილი ტანსაცმელი და სალაშქრო ბათინქი
3) მზისგან თავდასაცავი საშუალებები.
4)არაერთჯერადი ჭურჭელი (ღრმა თეფში, ჭიქა, კოვზი).
ტურის ღირებულებში შედის:!!!
* სრული მგზავრობა: მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე და უკან, მუხურიდან ურალით ასვლა, ცხენების მომსახურება ტვირთის ასატანად, გიდის მომსახურება
* კარვები
ნუ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პაკეტები ფასის და მიხედვით ვინც თავიანთი კარვებით იქნება უფრო ნაკლები თანხა იქნება გადასახადი 😉

ეს ტურები მოეწყობა ყოველკვირეულად 😉


პ.ს: ასევე სხვა რაიონიდან მსურველები დაგვიკავშირდნენ დეტალებისთვის

მთლიანი პაკეტი(ტრანსპორტირება ყველანაირი,კარვები და აღჭურვილობა,გიდი,ფოტოგრაფი) 100 ლარი

ნახევარი პაკეტი(ტრანსპორტირება ყველანაირი,გიდი,ფოტოგრაფი) -80

,,ჩვენ თქვენ გპირდებით საააუკეთესო დაუვიწყარი დღეების გატარებას 😉 არ გჯერათ? წამოდით გაგონილს ნანახი ჯობია :* 😉

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00