ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024

სოფო მასწავლებელი

by chkhorotskuge
0 comment

სოფო მასწავლებელი ერთ შეხვედრაზე გავიცანი. როგორც ასეთ დროს ხდება, მისი აქტივობების შესახებ ვკითხე და პირველი პოზიტიური შოკი მაშინ მივიღე. ნამდვილად არ ვიფიქრებდი, თუ ჩხოროწყუში ამდენი კარგი საქმე  ერთ სკოლაში უკვე მოხერხდა

ჩვენ უკვე ვწერდით აფხაზეთის მეათე სკოლის რამდენიმე  ღონისძიების შესახებ.  ფბ გვერდის მეშვეობით  პირდაპირი ჩართვებიც გვქონდა. ახლა გადავწყვიტეთ  ქალბატონ სოფო გოგოხიასადმი  ცალკე ჩანაწერი მიგვეძღვნა და მომავალშიც  პედაგოგებზე  ისტორიების მოყოლას  აუცილებლად გავაგრძელებთ.

სოფოს ინიციატივით სკოლაში  ლიტერატურული სალონი და  ჯგუფი “ჩხრეკანი” , კინოკლუბი “დუბლი”უკვე ფუნქციონირებს ….  ეს ყველაფერი სკოლის დირექციის, სხვა პედაგოგების თანამონაწილეობით და  დიდი ძალისხმევით მოხერხდა.

მოსწავლის გადაღებული ფოტო.ამით ყველაფერი უკვე ნათქვამია

banner

ლუკაზე უკვე დავწერეთ 

ერთხელ საზღაპრეთში ( ლიტერატურული სალონი “ჩხრეკანი)  არჩილ სულაკაურის ჯადოსნური სამყაროს თეატრალური გაცოცხლება

ვეფხისტყაოსნის  კითხვის დღე

VIII კლასი ტოლკინის “ჰობიტის” ირგვლივ

კინოკლუბის მორიგი ჩვენება… სოფო მასწავლებელი  რაღაც კარგს აურჩევდათ

სოფო მასწავლებელი ოჯახთან ერთად.

სოფო მშვენიერ ჩანაწერებს წერს. მისი ენა განსხვავებულია და ტრაფარეტული არაა.

წარმატებები სოფო მასწავლებელს. ჩვენი საიტი კი ჩხოროწყუში ყველა კარგი საქმის მხარდამჭერია

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00