მარტვილის კანიონი

განათავსეთ რეკლამა

IMG 6022

მარტვილის კანიონი  ტურისტების საყვარელ ადგილად  დიდი ხანია იქცა. ამიტომ ორიგინალური ფოტოებით თუ ისტორიებით ვერ გაგაკვირვებთ. ამ შემთხვევაში შევეცდები ჩემი პერსონალური ემოციები გაგიზიაროთ

shesasvleli

კანიონში მოხვედრა სპეციალურად მომზადებული შემოსასვლელითაა შესაძლებელი.

დაივიწყეთ პიკნიკის, წყალში ბანაობის, ლუდის დალევის სურვილი! თქვენ კომერციულ ობიექტზე ხართ! სამაგიეროდ წინ გელით სისუფთავე და მოწესრიგებული მომსახურეობა, რომელშიც შერწყმულია სახელმწიფოს კავშირი ადგილობრივ 80 ოჯახთან.

IMG 6250 IMG 6251

ჯერ მაისია და  ტურისტთა ნაკადი უკვე  ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, რა იქნება ზაფხულის პერიოდში….

ადგილზე ორი ტიპის მომსახურეობას გთავაზობენ : 1) ფეხით გასეირნება- 5 ლარი; 2) ნავი პროფესიონალის თანხლებით, კაცი-10 ლარი ანუ თუ ორივე სიამოვნება ერთად გნებავთ, ეს დაგიჯდებათ  15 ლარი.

ტურისტებისათვის ფასი ადეკვატურია. იმედს ვიტოვებ, მომავალში   არ “გაიბერება”. რაც წამგებიანად ზემოქმედებს სტუმრების კეთილგანწყობაზე.

IMG 6234

ბილეთის შეძენის შემდეგ ბილიკით ნავებთან აღმოჩნდებით. მანამდე გელით მოედანი,სადაც მომღიმარი პერსონალი მიგაცილებთ დანიშნულების ადგილზე. IMG 6242

ნავებთან შესასვლელი

IMG 5999

უსაფრთხოების ნორმები დაცულია

“პირდაპირი ეთერის” ჩანაწერი.  არ დავამონტაჟე, იყოს ბუნებრივი:))

გაბარიტების გამო ნავში ცუდად ვიჯექით. არასტაბილური გამოსახულებისათვის, პარდონ

IMG 6030

წავედით:)

IMG 6033

IMG 6021

IMG 6019

მგონი კომენტარი ზედმეტია.  ეს იყო კაიფი 🙂   ადგილობრივებს გული წყედებათ,რომ უკვე შეუძლებელია თავისუფალი ცურაობა,მაგრამ იმდენი ბენეფიტია პროექტისგან,შეუძლებელია წარმატებული არ უწოდო.არც პლასტიკური ბოთლების გროვა შეგვხდებათ და ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

IMG 6061

ამით ნავით ვოიაჟი დასრულდა. დღე კი გრძელდება.

IMG 6093

თუ ნავის ფულს დაზოგავთ,ამ შემთხვევაშიც  თქვენს წინაშე  ულამაზესი ბუნება გადაიშლება.   5 ლარად არ გიღირთ?

IMG 6143

ოფუცხოლე- ასეთი ყოფილა ადგილის ძველი სახელწოდება.  ადამიანებს  აქ ხანგრძლივი ყოფნა არ შეეძლოთ, რადგან გაუვალი ტყე ყოფილა  და  ყაჩაღები  მგზავრებს უსაფრდებოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ ბილიკი გაიყვანა, წესრიგი დაამყარა, რის შემდეგაც დასასვენებლად ხშირად ამოდიოდა.IMG 6154 IMG 6168 IMG 6188IMG 6226

IMG 6224

გემოვნება კი ქონია ქალბატონ ეკატერინეს

Dato Shugliashvili1807

ეკატერინე ჭავჭავაძე- დადიანი(1816-1882)

IMG 6215

ამით დასრულდა ჩვენი ვირტუალური მოგზაურობა.  ზაფხული წინაა……მოკლედ,დროებით მარტვილო 🙂

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00