ეკლესიები და მონასტრები

ეკლესიები და მონასტრები კულტურული მემკვიდრეობა კურორტი მუხური

მუხურის წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია ახალია და აგებულია 2006 წელს.  ეკლესია დარბაზული ტიპისაა, წახნაგოვანი აფსიდით, რომელიც გადახურულია ორკალათა კრამიტის სახურავით. ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ერთი სარკმელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ამჟამად მომქმედია.

ეკლესიები და მონასტრები სოფელი ახუთი

ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. ის მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე საუკუნის კვალს ეყრდნობა