კურორტი მუხური

მდებარეობა:  ხობისწყლის ზედა ნაწილი

მოსაზღვრე სოფლები: აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაბუმე და თაია, ხოლო დასავლეთით – ზუმი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალი.

ისტორია: სოფელი ადრეული პერიოდიდან ყოფილა დასახლებული, რაზეც მეტყველებს  ნაპოვნი არტეფაქტები.

ადგილები , რომელიც უნდა ნახოთ:  ნაცხა და ნაცხას ხიდი, შურუბუმუ, ქოყო და ლუგელას ხეობა, კარსტული  მღვიმეები, ტბები, რომელიც მუხურს განეკუთვნება,ცაშკიბული. ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი, წმინდა გიორგის ტაძარი. მუხურში საინტერესო ადგილები არ გამოგელევათ:)

რითია ცნობილი მუხური? მუხური  ტურიზმის მნიშვნელოვანი კერაა. აქ  ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს. სოფელს განეკუთვნება მთიანი ზონა , მღვიმეები.   გარდა ამისა, მუხურში მდებარეობს პოპულარული ლუგელას კალცირებული წყალი, რომელსაც კერძო ინვესტორი აკონტროლებს. მუხურული ფუტკარი სახელგანთქმულია, ხოლო აქაური თაფლი გამორჩეულად გემრიელი. მუხურში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.  ისინი ტურისტებს სათანადო მეგზურობას გაუწევენ.

სად დავისვენო? არსებობს რამდენიმე  საოჯახო სასტუმრო, პანსიონატი „ლუგელა“. ამ ეტაპზე შენდება  სასტუმროები და  კომფორტის ხარისხი მაღლდება.

როგორ მოვნახო სოფელი ფბში? – ჩვენი გვერდი.

ვინ იყვნენ ყველაზე ცნობილი მუხურელები ? მათ შორის გამოვყოფდით ეროვნულ მოღვაწე სამსონ დადიანს და   გენიალურ პოეტ ლაშა გახარიას.

მუხურელი ვარ და მინდა სიახლეები დავდო თქვენს საიტზე ან ფბში–  დაგვიკავშირდით და ძალიან დაგვეხმარებით



ეკლესიები და მონასტრები კურორტი მუხური

ლეგახარეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ლოკაცია: ლეგახარე , სოფელი მუხური აღდგენილია მეოცე საუკუნეში პროექტი “ჩხოროწყუს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა” მიმდინარეობს ჩხოროწყუს მერიის, კულტურის სამსახურის ხელშეწყობით. გამოყენებულია გიორგი ჩიქოვანის, ხათუნა გახარიას, მერიის კულტურის სამსახურის სურათები

აღმოაჩინე ადგილები კურორტი მუხური

მუხურელი ლუკა თოლორდავა თავისი სოფლის წარსულს და თანამედროვეობას ადარებს

ლევან ჩიქოვანის მიერ შედგენილი მუხურის ფოტომატიანე ადგილობრივ მოსწავლე ლუკა თოლორდავას არ გამოპარვია. მან ორი სურათი გამოაქვეყნა იმ ადგილიდან, სადაც დიდი ბაბუების თაობას სურათები აქვთ გადაღებული.

კურორტი მუხური სპორტი ტრადიციული დღესასწაულები

მენჩურუა – კოლხური სახალისო შეჯიბრება

მენჩურუა (მიცურვა) სამეგრელოში გავრცელებული ტრადიციული ასპარეზობაა, რომელიც  რამდენიმე ათასწლეულის  წინ შეიქმნა და  ახალ ეპოქაში ზუმელი ჯანიკო ბასილაძეს წყალობით  დამკვიდრდა.

ადამიანები ჩხოროწყუდან ადმინისტრაციული ერთეულები კურორტი მუხური ძველი ჩხოროწყუელები

ლაშა გახარია

არ თმობს ზამთარი მზითევს: მზეს ბეჭდად არათითობს; მცივა, ლოლუა თითებს მოპარულ ლეკვით ვითბობ. გული ძლივს უცემს გულთან, ტყავში გაუდის ნეკნი; ხვალ გაეყიდათ, უნდა, ეს თათლოკია ლეკვი. რა ბირდაბირად ბარდნის… მივდივარ მდგმურის მდგმური; მიმყავს წკმუტუნა დარდი, მიმაქვს ნაპოვნი პური… ლაშა  გახარიას პოეზიიდან 

კურორტი მუხური მთიანი ჩხოროწყუ მღვიმეები ტურიზმი ჩხოროწყუს ბუნება

შურუბუმუ, მდინარე დეიძახი და უნიკალური მღვიმე

მუხურის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ადგილი, რომელიც შურუბუმუს სახელითაა ცნობილი. იქ მოხვედრა  მდინარე ხობისწყალზე განლაგებული ხიდის მეშვეობით ადვილად ხერხდება. თავიდან პატარა სივრცე  გადაიშლება, სადაც სულ რამდენიმე კოტეჯია განთავსებული

კურორტი მუხური პროექტი “ეს ჩხოროწყუა” სოფელი თაია ციფრული ფოტომასალა

უნიკალური ფოტოსურათები, რომელიც 1905 წლის თაიასა და მუხურს ასახავს

1905 წლის 19 მაისის “ცნობის ფურცელის” სურათებიან დამატებაში დაფიქსირებულია ოცინდალის მონასტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის სურათები. იმ პერიოდში თაია მუხურის ნაწილად ითვლებოდა. შესაბამისად რთული სათქმელია ოჯახის სურათი სადაა გადაღებული .

ღუნჯა
ახალი ამბები კურორტი მუხური

მდინარე ღუნჯაზე სახიდე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მდ. ღუნჯა   ხობისწყლის ერთ-ერთი დიდი შენაკადია და მისი სიგრძე დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.  ცნობილია ამ მდინარის ჩანჩქერები, რომელიც  ჩხოროწყუს ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

ეკლესიები და მონასტრები კულტურული მემკვიდრეობა კურორტი მუხური

მუხურის წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია ახალია და აგებულია 2006 წელს.  ეკლესია დარბაზული ტიპისაა, წახნაგოვანი აფსიდით, რომელიც გადახურულია ორკალათა კრამიტის სახურავით. ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ერთი სარკმელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ამჟამად მომქმედია.

ეკლესიები და მონასტრები კულტურული მემკვიდრეობა კურორტი მუხური

მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია(საჩიქოვანო)

სოფლის ცენტრთან, ძველ სასაფლაოსთან მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში ( სხვა ვერსიით გვიან შუა საუკუნეებში ) აშენებული სამნავიანი  ბაზილიკის ფრაგმენტები , რომელშიც მსახურობდა მღვდელი ესტატე ბენდელიანი.