სოფელი კირცხი

სად მდებარეობს სოფელი კირცხი? სოფელი კირცხი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ცენტრი ზღვის დონიდან 225 მეტრზეა. უახლოესი რკინიგზის სადგურამდე 18 კილომეტრია.

სად მდებარეობს სოფელი სარაქონი? მდებარეობს მდინარეების ხობისწყლისა და ჭანისწყლის შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე. ჩხოროწყუდან დაშორებულია 6 კილომეტრით.

მოსაზღვრე სოფლები: ესაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით სოფლები — ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი ლეწურწუმე, ხოლო დასავლეთით — მდინარე ჭანისწყალი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

სოფელ კირცხის ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს.

მოსახლეობა- 2279.

ამომრჩეველთა რაოდენობა არის 1623.

სოფელში ფუნქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.

კირცხის #1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს “ვალია ბეჭვაიას, სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი”. სოფელში 2007 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კირცხი
ახალი თაობა ახალი ამბები სოფელი კირცხი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ორგანიზაცია ,,გაამწვანე”-მ პროექტი ,,კირცხის ახალგაზრდული დღეები 2020″ განახორციელა

ჩხოროწყუს რაიონ სოფელ კირცხში ორგანიზაცია ,,გაამწვანე”-მ პროექტი ,,კირცხის ახალგაზრდული დღეები 2020″ განახორციელა. ორგანიზაცია უკვე მეორე წელია სოფელში  ამ ტიპის ღონისძიებებს ატარებს .  ღონისძიება ხუთი დღე მიმდინარეობდა. გაიმარჯვა გუნდმა „მელიტონმა“

ადამიანები ჩხოროწყუდან ახალი ამბები ახალი თაობა სოფელი კირცხი

ჩხოროწყუელი თემურ მალანია ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში – ,,რეაქცია”

თემურ მალანია მომავალი იურისტია. “იურიდიული კვლევის ცენტრის” დირექტრი. წარმოშობით სოფელ კირცხიდანაა.

სოფელი კირცხი ჩხოროწყუელები მეორე მსოფლიო ომში

სოფელი კირცხი მეორე მსოფლიო ომში

არმიაში 400-ზე მეტი კირცხელი იქნა გაწვეული. აქედან 223 უკან ვერ დაბრუნდა ( 59 სარაქონელი) ინფორმაცია მოაგროვა გოგი თოდუამ

სოფელი სარაქონი

სოფელ სარაქონის ისტორიიდან . ვიდეო მომზადებულია 2011 წელს, ადგილობრივი მოსწავლეების მიერ

სოფელი სარაქონის უძველესი ისტორიის საიდუმლოებანი. სარაქონი და სარაქონელები. ადგილობრივი პროფესიონალი დემურ ჯალაღონიას ხელოვნება. ვიდეო ძველია და ხარისხი საუკეთესო არაა.

ეკლესიები და მონასტრები კულტურული მემკვიდრეობა სოფელი კირცხი

სოფელ კირცხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი კირცხის სასაფლაო კოორდინატები: 42°28’36″N   42°2’54″E

ახალი ამბები სოფელი კირცხი

კირცხის განახლებულმა სკოლამ პირველი საჩუქარი მიიღო

ევროპული სტანდარტით განახლებულმა კირცხის საშუალო სკოლამ და მასთან არსებულმა საბიბლიოთეკო სივრცემ ეკვილიბრიუმის ფარგლებში საჩუქრები გიორგი კეკელიძესგან მიიღო. ჩხოროწყუს მერის დათო გოგუას, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ათინა წურწუმიას , საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ ბესიკ ესებუას პირადი ხელშეწყობით და უდიდესი მონდომებით ჩხოროწყუს გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. სტუმრებმა განსაკუთრებულად პოზიტიურად გამოხმაურნენ გრანდიოზული განახლების რეზულტატს. შეხვედრას […]

ახალი ამბები განათლება სოფელი კირცხი

კირცხის #1 სკოლის სრული რეაბილიტაცია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში  #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ . პროექტის საერთო ღირებულებაა 860 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება. სკოლის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული […]

ისტორია პროექტი “ეს ჩხოროწყუა” სოფელი კირცხი

კირცხის ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები

კირცხი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია.   ის აერთიანებს   კირცხსა და სარაქონს. სოფელი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ, დასავლეთით ქალაქი ზუგდიდი, ჩრდილოეთით –ლეწურწუმე, ხოლო სამხრეთით ხობის მუნიციპალიტეტი.  ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს, მოსახლეობა- 2279 ადამიანი, სოფელში ფუნქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.