სოფელი ხაბუმე

ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად. არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად);

2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი;

3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ;

4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.   პოპულარულია სიყვარულთან დაკავშირებული ორი ლეგენდა.სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.დადიანების მამულში მდებარეობს ხაბუმის პირველი სკოლა. იქვე დადიანების წყარო, მათი ყოფილი სახლის ადგილი. სკოლაში განთავსებულია ახალგაზრდობის შემეცნებითი ცენტრი და მუზეუმი

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის საჯარო სკოლაში პროექტ „აღმოაჩინე ხაბუმეს“ პრეზენტაცია შედგა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ხაბუმის საჯარო სკოლაში    პროექტ „აღმოაჩინე  ხაბუმეს“  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ინიციატორები ასოციაცია „ ბილიკი „ და „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცე“  არიან“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ფოტოგრაფ  ნინო შენგელიას  გამოფენა. წარდგენილი იყო ახალგაზრდა ახუთელი შემოქმედის ხატია ბარგატიას  ხელნაკეთი ნამუშევრები. მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ხელმძღვანელის მაკა სართანიას ხელშეწყობით დაიბეჭდა სოფელ ხაბუმის […]

საბანაო ადგილები სოფელი ხაბუმე

ხაბუმის ( ჯუმითის) სკვერი

მეორე ჯუმითი ხაბუმის უბანია. მისვლა ხაბუმის ცენტრიდანაა შესაძლებელი. ხიდიდან ხობისწყლის პეიზაჟი ჩანს. საბანაო ადგილები ბუნებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარულია ხიდთან ცურვა , თუმცა ყველაფერს ხობისწყალი წყვეტს , რომელიც კალაპოტს იცვლის,მაგრამ აუცილებლად ტოვებს ადგილს, სადაც შეგიძლიათ გაგრილდეთ. ჯუმითში მდინარის ტემპერატურა მუხურზე უფრო მცირეა. აქ გაგრილება ნამდვილი სიამოვნებაა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ამინდი, წვიმების ხანგრძლივობა […]

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე

როცა მთავრდება ბავშვობა. ბოლო ზარი და ახალი ცხოვრება

კორონავირუსის კრიზისის მიუხედავად, სკოლადმთავრებულებმა შედარებით მოკრძალებულად,მაგრამ მაინც ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა მოახერხეს. თავიდან ყველაფერი უიმედოდ იყო. კორონას მწვავე სეტევას დასასრული არ უჩანდა. ახალგაზრდებმა კრეატივს მიმართეს. ეს გაბრიელ თოლორდავას ბოლო ზარია. ძალიან სახალისოა…მელორი მასწავლებელიც აყვა და დროებით თვიოთონაც მის ასაკში გადაინაცვლა აფხაზეთის სკოლაში ბოლო ზარი მაინც შედგა ლაშა ახალაიას ვიდეო ჩხოროწყუს […]

სკოლები სოფელი ხაბუმე

სსიპ ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა

მასწავლებელი:66 მოსწავლე:235 ხაბუმის საშუალო სკოლა მდებარეობს დადიანების ძველი აგარაკის ადგილზე. სკოლის ისტორიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ

პროექტი “ეს ჩხოროწყუა” სოფელი ხაბუმე ციფრული ფოტომასალა

1912 წელი- რას წერს სოფრონ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამ წყაროს მიხედვით ცალსახად დასტურდება მანუჩარის შტოს დადიანების პირდაპირი კავშირი სოფელ ხაბუმესთან. კერძოდ ფიქსირდება ხაბუმის მფლობელი ილიკო დადიანი და მისი ძმა იოსებ დადიანი

სოფელი ხაბუმე სპორტი

ხაბუმელობისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა

12 აგვისტოს ხაბუმელობაა და უკვე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირის ფინალიც ამ დღეს, 18.00 გაიმართება. ამჯერად ერთმანეთს კალინინისა და ჯუმითის გუნდები დაუპირისპირდებიან. თამაში კალინინის სტადიონზე ჩატარდება

ადმინისტრაციული ერთეულები აღმოაჩინე ადგილები სოფელი ხაბუმე

ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილი დღეს

მეცხრამეტე საუკუნეში,   მეორე ჯუმითში ( სოფელი ხაბუმე) ფუნქციონირებდა ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ მსახურობდნენ ძმები ეგნატე და იაკობ გულუები, აგრეთვე ცნობილი პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ თოდუა.

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე

ხაბუმეში მაგნოლიის საკითხავი სივრცე გაიხსნა

ჩვენმა ქსელმა დადიანების მაგნოლიების დრამატულ ისტორიაზე უკვე რამდენჯერმე გიამბოთ. ადგილობრივი სკოლის დირექციის, ქალთა ორგანიზაციის, პირადად ხათუნა მიქავას ინიციატივით და მერიის ხელშეწყობით სოფლის სკოლას მაგნოლიის ფორმის საკითხავი სივრცე შეეემატა, რომელიც თაროს და ავეჯს მოიცავს ეკვილიბრიუმის ფარგლებში სოფელს გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. თაროები წიგნებით შეივსო და სტუმარი დადიანების ისტორიას გაეცნო. გიორგი კეკელიძემ დადიანების […]

აღმოაჩინე ადგილები ისტორია პროექტი “ეს ჩხოროწყუა” სოფელი ხაბუმე

ვალერიან ახალაია გვარების ძირი ხატებისა და ტრადიციული დღესასწაულების ისტორიასთან დაკავშირებით

რაიონში მცხოვრებ გვარებს გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდა მთელი გვარი, მოჰყავდათ საკლავი. ლოცვის შემდეგ ადგილებზე და ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს.