სოფელი ჭოღა

სად მდებარეობს სოფელი ჭოღა?

– სოფელი ჭოღა ოდიშის ვაკეზე, ზღვის დონიდან 250 მ–ზე,  მდინარე ოჩხომურის სანაპიროზე, ზეგანური სერებითა და ბორცვებით დაფარულ გორაკზე მდებარეობს.

ნიადაგი აქ წითელმიწა-ალუვიურია.

სოფელს გააჩნია ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი და მასში შედის : პირველი ჭოღა, მეორე ჭოღა და ლექობალე.სოფლის ტერიტორია შეადგენს 5057 ჰა.

 მეზობელი სოფლები-

მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკიანი და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჭყონი, ჩრდილოეთით ნაფიჩხოვო და თაია, დასავლეთით და სამხრეთით სოფელი ხაბუმე.

რას ნიშნავს ჭოღა?

ერთი ვერსიით, იგი დაერქვა ღელე ჭყონ–ღალის მიხედვით, რომელიც მეორე ჭოღის ტერიტორიაზე მიედინება.

მეცნიერთა ნაწილი ტოპონიმს “ჭყონს”  უკავშრებს. აქ სულ ჭყონა ყოფილა. ჭყონის ტყეში მოედინებოდა ეს ღელე ( მუხის სერი);

მოსახლეობა:

სოფელ ჭოღაში დღეის მდგომარეობით 750–მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა შეადგენს 2200, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობაა 1388.

ისტორია

 აკადემიკოს დავით ხახუტაშვილის ექსპედიციამ  ჭოღაში ადრეული დასახლებები დაადასტურა. 

სოფლის უძველესი ცენტრი ჭყონღალის პირას  ყოფილა. იქვე არსებობდა მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგომში ცენტრი ამჟამინდელ პირველ ჭოღაში გადმოუტანიათ, აუშენებიათ ხის ეკლესია, კერძო დუქნები, სოფლის კანცელარია. ძველ  არეალს მეორე, ხოლო ახალი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას პირველი ჭოღა დაერქვა.

პირველად მოიხსენიება 1855 წელს. 1886 წელს კი უკვე სოფლის საზოგადოებაა.

1859-1860 კამერალური აღწერით  1067  ადამიანი( 229 კომლი )ცხოვრობს. აქედან მამაკაცი-952 , ქალი-755.

გავრცელებული გვარები: შენგელია, ფაცაცია,თოდუა, გაბელია, ქარჩავა, ლაგვილავა,ხეობელია, ქობალია, ბერულავა, ჯაგუნავა, დიხამინჯია, ახალაია და ა.შ

გვარრის მიხედვით დასახლებული უბნები: ლეგაბედე, ლეჯომიდე, ლეთოდუე, ლედიხამინჯიე, ლეჭეჭიე, ლეაფშილე, ლეხობელე, ლეაფხაზე, ლექობალე, ლეფაცაციე, ლექარჩე, ლემარკოზე, ლეჯაგუნე, ლეთოდუე.

სოფელი ჭოღა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოღა

სოფელი ჭოღა მდინარე  ოჩხომურის სანაპიროზე, ზეგანური სერებითა და ბორცვებით დაფარულ გორაკზე მდებარეობს.  სოფელს გააჩნია ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი და მასში შედის : პირველი ჭოღა, მეორე ჭოღა და ლექობალე.

მდინარეები საბანაო ადგილები სოფელი ჭოღა ტურიზმი

სოფელი ჭოღა,ოფუცხოლე

ეს ალბომი ქალბატონმა მთვარისა მიქავამ მოგვაწოდა. ჩხოროწყუს რაიონი სოფელი ჭოღა. სურათები ეკუთვნის მის შვილს

პროექტი “ეს ჩხოროწყუა” სოფელი ჭოღა ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი

სტალინისტური რეჟიმი დაუნდობელი და აგრესიული იყო. ძალადობა მთავარი არგუმენტი გახლდათ და განსხვავებულ აზრს არავინ მიესალმებოდა. 1930 წელს ჭოღაში დიდი ამბები ყოფილა.

ადამიანები ჩხოროწყუდან სოფელი ჭოღა

ჭოღელი კაცის ყურზე დაკიდებული ვერტმფრენისა და სატვირთო მანქანის ამბავი

ჭოღელი ლაშა პატარაია მსოფლიომ წლების წინ გაიცნო. ჩვენებურმა  გოლიათმა  ვერტმფრენის და სატვირთო მანქანის გადაადგილება ყურით მოახერხა . სპორტსმენი   მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და „დისქავერი“-ს ერთ-ერთი გადაცემის გმირიც გახდა. ლაშა ცხოვრებაში პატიოსანი და მოკრძალებული კაცია.  ის დღესაც აგრძელებს ვარჯიშს.