სოფელი ახუთი

სად მდებარეობს სოფელი ახუთი?

-სოფელი ახუთი დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით. მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში მდებარეობს.

მოსაზღვრე სოფლები: მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები ნოღა და ფოცხო, დასავლეთით – ქვედა ჩხოროწყუ, ჩრდილოეთით– დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი, სამხრეთით სოფელი ლესიჭინე. სოფლის ზღვის დონიდან 180 მეტრზეა და დაბის ცენტრიდან 12 კილომეტრთ არის დაშორებული

მოსახლეობა- სოფელ ახუთის მოსახელობა შეადგენს 2148 ადამიანს

სკოლები: ახუთის პირველი სკოლა ახუთის მეორე სკოლა

ისტორია: ეს იყო ჯაიანთა სამფლობელო და სოფელში რამდენიმე ისტორიული ნაგებობაცაა

რა შეიძლება ვნახო ახუთში? კუხალაშვილების ისტორიული ოდა, გოგორეთი, ლეგერსამე. ახუთის ზედა ნაწილიდან იშლება საუკეთესო ხედი

ეკლესიები და მონასტრები სოფელი ახუთი

ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. ის მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მაგრამ მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე საუკუნის კვალს ეყრდნობა

ისტორია სოფელი ახუთი ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

იტალიელი ჯალაღონიების თავგადასავალი

 რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა Giovanna Sacellini-მ  ახუთისა და ჩხოროწყუს შესახებ პოზიტიური კომენტარები დადო.   გაირკვა ის იყო ათანასე ჯალაღონიას შთამომავალი და გადავწყვიტე პირადი მიმოწერით დეტალები გამერკვია.   ყველაფერი კი იმაზე საინტერესო ისტორიით გაგრძელდა, ვიდრე ველოდი…..

სოფელი ახუთი

სოფელი ახუთი – ჩვენი პირველი სტუმრობა

სოფელი ახუთი ჯაიანთა სამფლობელო ყოფილა. აქ რამდენიმე ისტორიული ძეგლია, უმაგრესი მღვიმე და მშვენიერი ხედები  ლეგერსამე მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკარომან თოლორდავას ფოტოშედევრი. მე ვერ მოვახერხე გადაღება,მაგრამ ჩემი ჩხაკუნი რომანის ოსტატობასთან ახლოსაც ვერ გაივლის  ნაზოდელავოს მღვიმერომან თოლორდავას კიდევ ერთი კარგი ფოტო. ადგილზე კი დამატებითი ინფორმაცია კუხალაშვილების ოდა სურათის ავტორი რომან თოლორდავა. […]

სოფელი ახუთი ძველი ჩხოროწყუელები

ლიდია პაპასქირი- პირველი ქართველი პროფესიონალი ეკონომისტი ქალბატონი, რომელმაც 18 წელი გადასახლებაში გაატარა

60-ნ წლებში, გაზეთ ” თბილისში”, სადაც ბოლო გვერდებზე ნეკროლოგები ქვეყნდებოდა, მკითხველებმა ლიდია პაპასკირის უდროო გარდაცვალების შესახებ გაიგეს. 65 წლის ახუთელი ქალბატონის გამო რეჟიმმა განსაკუთრებული შეცხადება საჭიროდ არ ჩაითვალა…..

სოფელი ახუთი სოფელი ხაბუმე შემოქმედება

ალექსანდრე ნარსიას მეგრული ლექსი ჩხოროწყუზე

ახუთელი პოეტი ალექსანდრე ნარსია ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისი შემოქმედერბა მშობლიურ ახუთს და ჩხოროწყუს უკავშირდება ალექსანდრემ შექმნა თავისი ჯგუფი “აღმოაჩინე ახუთი”, სადაც მშობლიური სოფლის პოპულარიზირებითაა დაკავებული ეს ლექსი კი ჩხოროწყუს მიუძღვნა ღორონთიში ხეთ ნახანტა,სოფელეფ უღ ჩხოროწყუს,ათეშ მემაჯინე კოს,მუ გიშირუნს შურ დო გურს…მუხურს მიუნს ჯიმაკათა,თოლორდავეფი, ეფშა გური,თაქ ადესაშ ნაშუმერს,დოიბარანს რგილ მასქური…შორ შარა […]

მღვიმეები სოფელი ახუთი ტურიზმი

სავეკუოს მღვიმე ( სოფელი ახუთი)

კარსტული მღვიმე მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, 230 მ სიმაღლეზე (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.

მღვიმეები სოფელი ახუთი ტურიზმი ჩხოროწყუს ბუნება

ნაზოდელავოს მღვიმე

ნაზოდელავო  გულისხმობს ზოდელავების ნასახლარს.  მღვიმე  გადმოცემების მიხედვით შუა საკუნეებში თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა.

კულტურული მემკვიდრეობა სოფელი ახუთი

კუხალაშვილების ოდა

„კუხალაშვილების ოდა“ მესაკუთრე: ზურაბ კუხალაშვილი მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ახუთი დაახლოებითი ასაკი: 170 წელი   ისტორია ახუთში მცხოვრები დადიანების მიერ აშენებული ეს ოდა   დიდი ხანია მედიისა და ტურისტების ყურადღების ობიექტია. აქ  მომზადდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სიგრძის ელარჯი,  მიეძღვნა სპეციალური გადაცემები. „კუხალაშვილების ოდა“  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადააა მიჩნეული. კუხალაშვილების ოდა დადიანებისგან ოდა […]

ეკლესიები და მონასტრები კულტურული მემკვიდრეობა სოფელი ახუთი

სანაროუშვილო, სოფელი ახუთი. ეკლესიის ფრაგმენტები

მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ახუთი ლოკაცია: სანაროუშვილოს უბანი დათარიღება: გვიანი ფეოდალური ეპოქა

სოფელი ახუთი

მერაბ კოსტავას ბიუსტი ახუთში

2016 წლის 22 თებერვალს, ქალაქ თბილისის ბინაში, დედით ჩემი სოფლელი და დედულეთში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში მცხოვრები, ამავე რაიონის საკრებულოს თავჯდომარე ბესიკ ესებუა მესტუმრა. მან წარმოშობით ახუთელ ოლღა დემურიას შვილის, საქართველოს ეროვნული გმირის და მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ მოძრაობაში მისი თანამებრძოლის ზვიად გამსახურდიას გვერდით ბინადარის – მერაბ კოსტავას ბიუსტის, ახუთის ცენტრში […]