სოფელი ხაბუმე

ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად — ე. წ. „სამანჩო“.

არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად); 2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი; 3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ; 4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.   პოპულარულია სიყვარულთან დაკავშირებული ორი ლეგენდა.

სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.

დადიანების მამულში მდებარეობს ხაბუმის პირველი სკოლა. იქვე დადიანების წყარო, მათი ყოფილი სახლის ადგილი. სკოლაში განთავსებულია ახალგაზრდობის შემეცნებითი ცენტრი და მუზეუმი

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის საჯარო სკოლაში პროექტ „აღმოაჩინე ხაბუმეს“ პრეზენტაცია შედგა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ხაბუმის საჯარო სკოლაში    პროექტ „აღმოაჩინე  ხაბუმეს“  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ინიციატორები ასოციაცია „ ბილიკი „ და „საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცე“  არიან“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ფოტოგრაფ  ნინო შენგელიას  გამოფენა. წარდგენილი იყო ახალგაზრდა ახუთელი შემოქმედის ხატია ბარგატიას  ხელნაკეთი ნამუშევრები. მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ხელმძღვანელის მაკა სართანიას ხელშეწყობით დაიბეჭდა სოფელ ხაბუმის […]

საბანაო ადგილები სოფელი ხაბუმე

ხაბუმის ( ჯუმითის) სკვერი

მეორე ჯუმითი ხაბუმის უბანია. მისვლა ხაბუმის ცენტრიდანაა შესაძლებელი. ხიდიდან ხობისწყლის პეიზაჟი ჩანს. საბანაო ადგილები ბუნებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარულია ხიდთან ცურვა , თუმცა ყველაფერს ხობისწყალი წყვეტს , რომელიც კალაპოტს იცვლის,მაგრამ აუცილებლად ტოვებს ადგილს, სადაც შეგიძლიათ გაგრილდეთ. ჯუმითში მდინარის ტემპერატურა მუხურზე უფრო მცირეა. აქ გაგრილება ნამდვილი სიამოვნებაა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ამინდი, წვიმების ხანგრძლივობა […]

სოფელი ხაბუმე

გერმანიის სოფლებში: დაკვირვებანი

ყოფილი სამხედრო ტყვე – ერასტო კაჭარავა, დაბა ხაბუმე, 1920 წლის 1 აპრილი I  ამ ჩემს პატარა წერილში მინდა მკითხველის ყურადღება მივაქციო გერმანული სოფლების მოკლე გეოგრაფიულსა და თვით სოფლელთა ცხოვრების აღწერას. 

ისტორია პროექტი “აღმოაჩინე” სოფელი ხაბუმე ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ტიტე შელია “ჩხოროწყუს რაიონის დაარსების ისტორიიდან “

გთავაზობთ ტიტე შელიას პატარა წერილს, რომელიც ჩხოროწყუს ისტორიის ფრაგმენტებს ასახავს. რამდენიმე ადგილი შეცვლილია, თუმცა ძირითადი სტილი დაცულია. მოგვაწოდა იაგო ქებურიამ

პროექტი “აღმოაჩინე” სოფელი ხაბუმე ციფრული ფოტომასალა

ხაბუმელი მოძღვარი კონსტანტინე შენგელია და მისი მეუღლე ბარბარე ცაავა

მამა კონსტანტინე ( შენგელია) და მისი მეუღლე ბარბარე ცაავა. თუ ვინმეს მოგეპოვებათ დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ, მოგვაწოდეთ.

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე ტრადიციული დღესასწაულები

ხაბუმელობა 2018

ჩხოროწყუს მერიის, ხაბუმის წარმომადგენლობისა და ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელშეწყობით ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. სხვადასხვა შეჯიბრები და თამაშეები ჯუმითში და ე.წ კალინინის უბანში გაიმართა,

სოფელი ხაბუმე სპორტი

ხაბუმელობისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა

12 აგვისტოს ხაბუმელობაა და უკვე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირის ფინალიც ამ დღეს, 18.00 გაიმართება. ამჯერად ერთმანეთს კალინინისა და ჯუმითის გუნდები დაუპირისპირდებიან. თამაში კალინინის სტადიონზე ჩატარდება

სოფელი ხაბუმე ძველი ჩხოროწყუელები

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნოდარ ჯალაღონიას 85 წელი შეუსრულდებოდა . გადავწყვიტეთ ციფრულ ბიბლიოთეკა ” ივერიელში” არსებული ნოდარ ჯალაღონიას ფოტომასალის ბაზაზე მისი გზა ერთად გვენახა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პოეტი.

ახალი ამბები სოფელი ხაბუმე

ხაბუმეში მაგნოლიის საკითხავი სივრცე გაიხსნა

ჩვენმა ქსელმა დადიანების მაგნოლიების დრამატულ ისტორიაზე უკვე რამდენჯერმე გიამბოთ. ადგილობრივი სკოლის დირექციის, ქალთა ორგანიზაციის, პირადად ხათუნა მიქავას ინიციატივით და მერიის ხელშეწყობით სოფლის სკოლას მაგნოლიის ფორმის საკითხავი სივრცე შეეემატა, რომელიც თაროს და ავეჯს მოიცავს ეკვილიბრიუმის ფარგლებში სოფელს გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. თაროები წიგნებით შეივსო და სტუმარი დადიანების ისტორიას გაეცნო. გიორგი კეკელიძემ დადიანების […]