სოფელი ნაფიჩხოვო

„სოფელი ნაფიჩხოვო მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიგარიის მთების კირქვული მასივის სამხრეთ კალთაზე მდინარე ოჩხომურის ხეობაში. რაიონულ ცენტრ ჩხოროწყუდან დაშორებულია 12 კილომეტრით, ხოლო ზღვის დონიდან გაშენებულია 250 მ სიმაღლეზე.

სოფლის რელიეფი რთულია, მთაგორიანია, დაქანებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სოფლის გავაკებულ ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მდინარე ოჩხომურის ტერასაზე მდებარეობს,  ძველთაგანვე „ომარტე“ ერქვა (გადმოცემით აქ ძირითადი მარცვლეული კულტურა- სიმინდი მარტის თვეში ითესებოდა).

სოფლის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი უბნებია: ლედარსალე და ხანწკი. მოსაზღვრე სოფლებია: ჩრდილო აღმოსავლეთით სოფელი კურზუ (მარტვილის რაიონი), სამხრეთ დასავლეთით  სოფელ ჭოღის, ხოლო ჩრდილოეთით სოფელ თაიის ტერიტორიები.“

მოიწონეთ სოფელ ნაფიჩხოვოს ფეისბუქ-გვერდი

მდინარეები საბანაო ადგილები სოფელი ნაფიჩხოვო

მდინარე ხურუ და ხეობა ( თაკო დარსალიას სურათები

მდინარე ხურუ სოფელ ნაფიჩხუ (ნაფიჩხოვო, ომარტე)ში მდებარეობს. თაკო დარსალიას სურათები

იაგო ქებურიას გვერდი სოფელი ნაფიჩხოვო

ნაფიჩხოვო

                                               სოფელი ნაფიჩხოვო   ნაფიჩხოვოს გეოგრაფიული მდებარეობა, სოფლის სახელწოდება და მოკლე ისტორია