სოფელი თაია

თაია სტუმართმოყვარეობით გამორჩეული სოფელია. ჩხოროწყუს ჩრდილოეთით განლაგებული თაია გამორჩეულ კლიმატურ ზონაში ხვდება და აქ ციტრუსებიც კი თავისუფლად ხარობს.

თაიაში მდებარეობს ოცინდალეს მონასტერი

მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი  ნაფიჩხოვო, სამხრეთით ჭოღა და ხაბუმე, დასავლეთით მუხური, ჩრდილოეთით ოცინდალეს მთანი მასივი. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 305 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიანი ოცინდალე კი 650 მეტრზეა. სახელწოდება თაია ძველი დროიდან მომდინარეობს.

სახელწოდებას ზოგი მთაიას მთებს უკავშირებს, ზოგი გატაცებული ქალის სახელს , რომელიც მტრებს წაუყვანიათ . სიფელში ცხოვრება უძველესი დროიდან ფიქსირდება.

სახალხო დღესასწაული გივარგობა ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება

ბლოგები სოფელი თაია ტრადიციული დღესასწაულები

გიორგობა 2019 ოცინდალეში

წესად მექცა გიორგობის თაიაში აღნიშვნა. იხილეთ გიორგობა ოცინდალის მონასტერის შესახებ კომენტარი იგორ ფიჩხაიას ვთხოვეთ გიორგობის დღეს მლოცველები და სტუმრები მონასტერში ადიან. გზა ადვილი არაა, მაგრამ ასვლა წვალებად ღირს. დიდი მინდა გადავუხადო თაიელ ახალგაზრდა ფოტოგრაფ ანრი თოდუას , რომელმაც ერთგვარი მეგზურობა გამიწია და რამდენიმე კარგი სურათიც გადაიღო. პეიზაჟები, რომელიც მონასტრის ტერიტორიიდან […]

პროექტი “აღმოაჩინე” სოფელი თაია სოფელი მუხური ციფრული ფოტომასალა

უნიკალური ფოტოსურათები, რომელიც 1905 წლის თაიასა და მუხურს ასახავს

1905 წლის 19 მაისის “ცნობის ფურცელის” სურათებიან დამატებაში დაფიქსირებულია ოცინდალის მონასტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის სურათები. იმ პერიოდში თაია მუხურის ნაწილად ითვლებოდა. შესაბამისად რთული სათქმელია ოჯახის სურათი სადაა გადაღებული .

ადამიანები ჩხოროწყუდან ახალი თაობა სოფელი თაია

ანრი თოდუას წარმატება

რამდენიმე წარმატებული ფოტოგრაფი წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. რომან თოლორდავას, ნინო შენგელიას, პანტელეიმონ გულორდავას და სხვებთან ერთად კიდევ ერთი ახალი სახე გამოჩნდა

ისტორია კულტურული მემკვიდრეობა სოფელი თაია

თამაზ ბერაძე “ოცინდალეს ძეგლი”

1962 წელს ისტორიკოსი თამაზ ბერაძე ჟურნალ ” საბჭოთა ხელოვნებაში” აქვეყნებს პატარა წერილს ოცინდალეს შესახებ. გთავაზობთ მის მოსაზრებას (docx ფაილი)

მდინარეები საბანაო ადგილები სოფელი თაია ტურიზმი

ოგვარგვალე (თაია) და მდინარე შიშა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიასთან მოედინება მდინარე შიშა. ჩვენი გვერდის მკითხველთა თხოვნით ლევან გულუასთან და გიორგი ჩიქოვანთან ერთად ოგვარგვალეს მოვინახულებთ.

მღვიმეები სოფელი თაია

ზესნახეს მღვიმე

ჩხოროწყუ.სოფ თაია.ზესნახეს მღვიმე.სიგრძე 1500 მეტრი სიღრმე 300 მეტრი.ყველაზე სუფთა მღვიმე საქართველოში.(დასვრილი ფეხსაცმლით ჩასვლა აკრძალულია)

სოფელი თაია ტრადიციული დღესასწაულები ტურიზმი

გიორგობა 2017 სოფელ თაიაში (გიორგი საჯაიას ფოტოები)

გიორგობა 2017-ს   ამსახველი ფოტომასალა, რომელიც გელა საჯაიას “მოვპარეთ.  დაგეგმეთ შემდგომი გერგობა თაიაში

კულტურული მემკვიდრეობა სოფელი თაია ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ოცინდალე

ბავშვობიდან ოსინდალე ასოცირდებოდა რაღაც იდუმალთან, აუხდენელ მიზანთან, სადაც ადრე ძველი ქალაქი იყო და იქ მიღწევა ფეხით ძალიან რთულია.  აკრძალული ხილი ტკბილია, სულ მინდოდა იქ მოხვედრა და აჰა, ავაღწიე :))))

ადმინისტრაციული ერთეულები სოფელი თაია ტრადიციული დღესასწაულები

თაია, ოს(ც)ინდალე, გერგობა(გიორგობა)

თაია პატარა სოფელია. აქ სულ 600-დე ადამიანი ცხოვრობს. სოფელს ყინვისგან ბუნებრივი პირობები იცავს. შესაბამისად მიწა ნაყოფიერია. ხარობს თხილი, მანდარინი და ლიმონი