ქალაქი ჩხოროწყუ

 ქალაქი ჩხოროწყუ მდებარეობს
ოდიშის ვაკეზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა და  მდ. ოჩხომურის ორივე ნაპირზე,
ზღვის დონიდან 180 მეტრზე. იგი თბილისიდან 344 , ხოლო უახლესი რკინიგზის სადგურ სენაკიდან
36 კილომეტრითაა დაშორებული. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელები  ნაკიანი და 
ახუთი, დასავლეთით ლეწურწუმე, ჩრდილოეთით ჭოღა და ხაბუმე, სამხრეთით კი სოფელი ქვედა 
ჩხოროწყუ.

მოსახლეობა :3716 ( 2014 წლის
აღწერა)

ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ჩხოროწყუ
და გარახა ( ზედა და ქვედა გარახა) მიჩნეულია, რომ ჩხოროწყუ ადრე გარახას ( ნაჯაგუს
) ნაწილად ითვლებოდა

როგორ დაიბადა ჩხოროწყუ

ტიტე შელია ჩხოროწყუს განვითარების შესახებ

ახალი ამბები ქალაქი ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს კორპუსების ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში არსებული რამდენიმე კორპუსის ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ქალაქი ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი

ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი უკვე წლებია  ქალაქ ჩხოროწყუს მთავარი სავიზიტო ბარათი გახდა. აქ შეხვდებით პენსიონერებს, რომლებიც ერთმანეთს  ძველ ამბებზე ესაუბრებიან,   გამვლელ ტურისტებს და  ყველაზე მეტად კი  ახალგაზრდობას  იზიდავს.

ქალაქი ჩხოროწყუ

გარახა

გარახა  ქალაქ ჩხოროწყუს ნაწილია. მდებარეობს მდინარე ოჩხომურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლიდან იწყება. და იყოფა ზედა და ქვედა გარახად.  აქაა  ციხესიმაგრეების   ფრაგმენტები, რომელიც მეთქვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. გარახაში  მდებარეობს მღვიმე

ტრადიციული დღესასწაულები ქალაქი ჩხოროწყუ

ახალგაზრდული დღეები 2019

ჩვენი საიტი და გვერდი “ახალგაზრდულ დღეებზე” ინფორმაციას რეგულარულად გაწვდიდათ. ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა რამდენიმე ცოცხალი დღე გვაჩუქეს და დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ რამდენიმე ეპიზოდი გაგახსენოთ

პროექტი “აღმოაჩინე” ქალაქი ჩხოროწყუ ციფრული ფოტომასალა

მოზაიკური პანოები ჩხოროწყუში

ღვაწლმოსილმა პედაგოგოგმა კოტე ნაჭყებიამ გვთხოვა ჩხოროწყუში არსებული საბჭოური მოზაიკური პანოებისთვის გადაგვეღო და თავიდან დავინახეთ მოზაიკის უცნაურობა.

ახალი ამბები ქალაქი ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოების ძირითადი ლოკაციები და ამოცანები

 სატენდერო მონაცემების მიხედვით ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის  465 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და შემდეგ  ამოცანებს მოიცავს :