მე და ნუგა გოგუა გარახას უბანს ვეწვიეთ. ჩემი შეცდომის გამო აპარატურა მზად არ აღმოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე სურათის გადაღება მოვახერხეთ. ნუგას ტელეფონმა გვიშველა და პატარა პირდაპირი ეთერიც გამოვიდა
ციხეები
გარახის ( ნაჯაგუს) ჯიხები, როგორც თავდაცვითი ნაგებობები
წინაპართა მიერ შექმნილმა უამრავმა ქრისტიანულმა ისტორიულმა ძეგლმა გაუძლო დროს და ჩვენამდე მოაღწია. მათი უმრავლესობა შესწავლილია მეცნიერთა მიერ, მაგრამ რიგი ძეგლებისა უყურადღებოდაა მიტოვებული ან ბოლომდე შესწავლილი არაა. ასეთთა რიგს განეკუთვნება ჩხოროწყუში მდებარე გარახას იგივე ნაჯაგუს და ხომაკირდეს ჯიხები. ჩვენს ქვეყანას მტერი ყოველთვის ჰყავდა. მრავალრიცხოვანი მტრის მოგერიებაზე არანაკლებ ძნელი თარეშული თავდასხმები იყო, […]
გარახის ჯიხა ( ნაჯაგუ)
ნაჯაგუს ( გარახის) ციხე ანუ ჯიხა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ნაჯაგუ ადგილის ძველი დასახელებაა, ხოლო გარახა შედარებით ახალი. ციხე დასახლების ზედა ნაწილში მდებარეობს
ხომაკირდე- ლეჯიქეს არქეოლოგიური კომპლექსი
ხომაკირდე მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე, ლეჯიქეს უბანში მდებარეობს. უძველესი ნაშთები ა.წ მეოთხე-მეექვსე საუკუნეებით თარიღდება