პროექტი “აღმოაჩინე”

ნაშრომები პროექტი “აღმოაჩინე”

ტირილი და ქორწილი ჩვენში . გაზეთი “ცნობის ფურცელი” 1898 წელი . ავტორი გურულ-მეგრელი ( ნიკოლოზ ბერიძე)

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს    ჩხოროწყუს დღევანდელ ტერიტორიაზე სასულიერო პირი დეკანოზი კონსტანსტინე ბერიძე მოღვაწეობდა , რომელიც  1892 -1911 წლებში  მოიდანახის ოლქის ბლაღოჩინია. ქართულ პერიოდულ გამოცემებში გურულ-მეგრელის ფსევდონიმით  ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე ფიგურირებს. ნიკოლოზი სამეგრელოს კარგად იცნობს. ის ჩხოროწუს სოფლებზეც ინფორმაციას გვაწვდის და  ადგილობრივი ადათ-წესებით  ინტერესდება.

აღმოაჩინე ადგილები

მუხურელი ლუკა თოლორდავა თავისი სოფლის წარსულს და თანამედროვეობას ადარებს

ლევან ჩიქოვანის მიერ შედგენილი მუხურის ფოტომატიანე ადგილობრივ მოსწავლე ლუკა თოლორდავას არ გამოპარვია. მან ორი სურათი გამოაქვეყნა იმ ადგილიდან, სადაც დიდი ბაბუების თაობას სურათები აქვთ გადაღებული.

აღმოაჩინე ადგილები ისტორია პროექტი “აღმოაჩინე”

ვალერიან ახალაია გვარების ძირი ხატებისა და ტრადიციული დღესასწაულების ისტორიასთან დაკავშირებით

რაიონში მცხოვრებ გვარებს გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდა მთელი გვარი, მოჰყავდათ საკლავი. ლოცვის შემდეგ ადგილებზე და ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს.

პროექტი “აღმოაჩინე” ტრადიციული დღესასწაულები ციფრული ფოტომასალა

ჩხოროწყუობა 1988

საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრთან არსებული პედაგოგთა კლუბის ორგანიზირებით გრძელდება პროექტი “აღმოაჩინე” ამჯერად გთავაზობთ ჩვენი საიტის დიდი მეგობრის, ცოტნე ჯალაღონიას მოწოდებულ ფოტომასალას, სადაც ჩხოროწყუში გამართული დღესასწაულის კადრები ჩანს. თუ გეცნოთ დეტალები, შეგიძლიათ ფეისბუქის გვერდზე ან აქვე კომენტარებში მოგვწეროთ. ჩაერთეთ თქვენც პროექტში:)

ადმინისტრაციული ერთეულები აღმოაჩინე ადგილები

ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილი დღეს

მეცხრამეტე საუკუნეში,   მეორე ჯუმითში ( სოფელი ხაბუმე) ფუნქციონირებდა ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ მსახურობდნენ ძმები ეგნატე და იაკობ გულუები, აგრეთვე ცნობილი პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ თოდუა.

პროექტი “აღმოაჩინე” ციფრული ფოტომასალა

1912 წელი- რას წერს სოფრონ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამ წყაროს მიხედვით ცალსახად დასტურდება მანუჩარის შტოს დადიანების პირდაპირი კავშირი სოფელ ხაბუმესთან. კერძოდ ფიქსირდება ხაბუმის მფლობელი ილიკო დადიანი და მისი ძმა იოსებ დადიანი

ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

სიმონ თოლორდავა- წითელი ტერორისტის ამბავი

სიმონ თოლორდავა საბჭოთა პერიოდში გმირად იყო გამოცხადებული. მისი ისტორია საინტერესო, მაგრამ წინააღმდეგობრივია. თემას ტაბუ არ უნდა ედოს და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ამ  ადამიანის ცხოვრებაზეც  დაგვეწერა. ჩანაწერი სუბიექტურია და   ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია არ გვაქვს.   იყო მკვლელი, ბანდიტური რაზმის ხელმძღვანელი, მაგრამ გაბედულებას   ვერ დავუკარგავთ. სიმონ  გახას ძე თოლორდავა 1878 წელს […]

ისტორია ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ლაკადის ბუნტი ლეწურწუმეში

 მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის იმპერიაში   მძიმე სოციალური ფონი  მწვავე პოლიტიკურ აგრესიას წარმოშობდა.  უტუ მიქავას დიდი აჯანყების ჩახშობის შემდეგ მნიშვნელოვანი  ცვლილებები დაიწყო.

სოფელი ლესიჭინე ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ლესიჭინე – წარსულიდან დღემდე

ლესიჭინე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტების რეესტრის მიხედვით ერთეულში შედის: ლესიჭინე, მეორე ლესიჭინე და ოჩხომური.  მის შემადგენლობაში მონგირის უბნის დიდი ნაწილი. მდებარეობა : ლესიჭინე მდინარეების ხობისწყლის, ოჩხომურის , ზანისა და  ცივი სანაპირეობს  შორის მდებარეობს . ქალაქ ჩხოროწყუდან  მანძილი 8 კმია უახლოესი რკინიგზის სადგური- სენაკი  (32 კმ.) ზღვის დონე: 172  მეტრი […]

პროექტი “აღმოაჩინე” ჩხოროწყუს ძველი ისტორიები

ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი

სტალინისტური რეჟიმი დაუნდობელი და აგრესიული იყო. ძალადობა მთავარი არგუმენტი გახლდათ და განსხვავებულ აზრს არავინ მიესალმებოდა. 1930 წელს ჭოღაში დიდი ამბები ყოფილა.